https://sputnik-georgia.com/20250526/kiteishvils-inglisis-premierligis-klubebi-iwveven-293531302.html
ოთარ კიტეიშვილს ინგლისის პრემიერლიგის კლუბები იწვევენ
ოთარ კიტეიშვილს ინგლისის პრემიერლიგის კლუბები იწვევენ
Sputnik საქართველო
გრაცის „შტურმის“ ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და გამორჩეულმა ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა, შესაძლოა, ავსტრიული გუნდი დატოვოს. 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T20:11+0400
2025-05-26T20:11+0400
2025-05-26T20:11+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/05/251940184_487:203:1775:927_1920x0_80_0_0_e04ecb5e45e98e1a71a252dab922069d.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერით და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილით, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დაასახელეს, ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა, იუწყება „პირველი არხი" ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით. როგორც ავსტრიული გამოცემა Krone წერს, ავსტრიის ჩემპიონობის აღნიშვნის შემდეგ „შტურმში“ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. გუნდი, სხვებთან ერთად, შესაძლოა, ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და გამორჩეულმა ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს, რაც გრაცელებისთვის დიდი დარტყმა იქნება. ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტრანსფერი უცხოურ კლუბებს შესთავაზეს. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, კიტეიშვილი ეცდება ისარგებლოს შესაძლებლობით და ტოპ-ლიგაში გადავიდეს. ქართველი ფეხბურთელის შეძენით ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებული „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ლიდსი“ დაინტერესდნენ. გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა კიტეიშვილმა კი მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა. გასული სეზონის შედეგების მიხედვით, 29 წლის ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. კიტეიშვილი „შტურმს" 2018 წლის ივლისში შეუერთდა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/05/251940184_524:217:1655:1066_1920x0_80_0_0_ff1df8107d949d002cf13aacab0192db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ოთარ კიტეიშვილს ინგლისის პრემიერლიგის კლუბები იწვევენ
გრაცის „შტურმის“ ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და გამორჩეულმა ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა, შესაძლოა, ავსტრიული გუნდი დატოვოს.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერით და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილით, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დაასახელეს, ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა, იუწყება „პირველი არხი" ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით.
როგორც ავსტრიული გამოცემა Krone წერს, ავსტრიის ჩემპიონობის აღნიშვნის შემდეგ „შტურმში“ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. გუნდი, სხვებთან ერთად, შესაძლოა, ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და გამორჩეულმა ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს, რაც გრაცელებისთვის დიდი დარტყმა იქნება.
ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტრანსფერი უცხოურ კლუბებს შესთავაზეს. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, კიტეიშვილი ეცდება ისარგებლოს შესაძლებლობით და ტოპ-ლიგაში გადავიდეს. ქართველი ფეხბურთელის შეძენით ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებული „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ლიდსი“ დაინტერესდნენ.
„29 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშრებს, მისი გუნდიდან წასვლა კი „შტურმისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება“, -წერს ავსტრიული გამოცემა.
გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა კიტეიშვილმა კი მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
გასული სეზონის შედეგების მიხედვით, 29 წლის ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
კიტეიშვილი „შტურმს" 2018 წლის ივლისში შეუერთდა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი.