https://sputnik-georgia.com/20250526/fermerebi-mocvis-karg-mosavals-elodebian-293521051.html
წვიმამ თუ არ გააფუჭა: ფერმერები ლურჯი მოცვის დიდ მოსავალს ელოდებიან
წვიმამ თუ არ გააფუჭა: ფერმერები ლურჯი მოცვის დიდ მოსავალს ელოდებიან
Sputnik საქართველო
ლურჯი მოცვი საქართველოსთვის შედარებით ახალი კულტურაა, რომლის კულტივიზაციას სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს. 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T15:43+0400
2025-05-26T15:43+0400
2025-05-26T15:43+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/71/247107104_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a757fc03c5cb5b7dfa5614ce5f6a446a.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მიმდინარე წელს ფერმერები, გასულ წელთან შედარებით, ლურჯი მოცვის მოსავლის 30%-იან ზრდას ელოდებიან, განაცხადა მედიაპლატფორმა BMG-თან კომპანია „ბლუ ბერდ ბერიზ”-ის დამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ.ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.როგორც ბაია სალუქვაძემ აღნიშნა, მოცვის მოსავლის პროგნოზირებული ზრდის მიზეზი არის იმ ბაღების მოსავალი, რომლებსაც ჯერ არ მოუსხამთ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო დროს მოსული წვიმები მოცვის მოსავალზე ცუდად აისახება. მისი თქმით, ქართველი მწარმოებლები წელს ასევე ელოდებიან ლურჯი მოცვის მიმართ ევროპის ქვეყნებიდანუფრო მეტად დაინტერესებას. ამასთან, მოლოდინია, რომ ქართული მოცვი თავის ნიშას ევროპულ ბაზრებზე დაიკავებს. მისი თქმით, ქართული მოცვის ექსპორტიორები აქტიურად მუშაობენ, რომ ექსპორტზე მეტი პროდუქცია გაიტანონ. ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ. საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2024 წელს მოცვის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 28,2 მლნ დოლარი. მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2024 წლის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით, 53.5 მლნ ლარის თანადაფინანსებით, 2.836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული. მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/71/247107104_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_af2a1b938ffa60462f13b6dba0a0c015.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
წვიმამ თუ არ გააფუჭა: ფერმერები ლურჯი მოცვის დიდ მოსავალს ელოდებიან
ლურჯი მოცვი საქართველოსთვის შედარებით ახალი კულტურაა, რომლის კულტივიზაციას სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მიმდინარე წელს ფერმერები, გასულ წელთან შედარებით, ლურჯი მოცვის მოსავლის 30%-იან ზრდას ელოდებიან, განაცხადა მედიაპლატფორმა BMG-თან კომპანია „ბლუ ბერდ ბერიზ”-ის დამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ.
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
როგორც ბაია სალუქვაძემ აღნიშნა, მოცვის მოსავლის პროგნოზირებული ზრდის მიზეზი არის იმ ბაღების მოსავალი, რომლებსაც ჯერ არ მოუსხამთ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო დროს მოსული წვიმები მოცვის მოსავალზე ცუდად აისახება.
„სამწუხაროდ, წლევანდელი წელი უხვი ნალექით გამოირჩევა, რომელიც წამლობების დროულად ჩატარებას აფერხებს. შესაბამისად, ეს ხარისხზეც აისახება. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ გვექნება კარგი მოსავალი. ამასთან, მოსავლის აღების პერიოდში არ გვექნება ნალექი, რათა მოსავალი დროულად დავაბინავოთ", - განაცხადა ბაია სალუქვაძემ.
მისი თქმით, ქართველი მწარმოებლები წელს ასევე ელოდებიან ლურჯი მოცვის მიმართ ევროპის ქვეყნებიდანუფრო მეტად დაინტერესებას. ამასთან, მოლოდინია, რომ ქართული მოცვი თავის ნიშას ევროპულ ბაზრებზე დაიკავებს.
„მოცვი ქართული ისტორიისთვის შედარებით ახალი კულტურაა. როდესაც პირველ ბაღებს ვაშენებდით ნიადაგის შერჩევის, ნერგების სელექციისა თუ სხვა კუთხით არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული. თუმცა ვფიქრობ, რომ სექტორი ახლა უფრო განვითარებულია”, -აღნიშნა სალუქვაძემ.
მისი თქმით, ქართული მოცვის ექსპორტიორები აქტიურად მუშაობენ, რომ ექსპორტზე მეტი პროდუქცია გაიტანონ.
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ. საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2024 წელს მოცვის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 28,2 მლნ დოლარი.
მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.
სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2024 წლის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით, 53.5 მლნ ლარის თანადაფინანსებით, 2.836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.