https://sputnik-georgia.com/20250526/26-maisi-vashingtonshi-saqartvelos-damoukideblobis-dged-gamocxadda-293503970.html
26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T11:43+0400
2025-05-26T11:43+0400
2025-05-26T11:43+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22768/46/227684610_0:191:2961:1857_1920x0_80_0_0_2b2ad638f854d7a9d7be71d0bcac0c5e.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.საქართველოს საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მარიელ ბაუერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.საქართველოს პირველ პირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა თავისი მილოცვები გამოუგზავნეს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში იმართება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22768/46/227684610_52:177:2547:2048_1920x0_80_0_0_1a1c83169c6e6394a7099711b901c42e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.
საქართველოს საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მარიელ ბაუერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველოს პირველ პირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა თავისი მილოცვები გამოუგზავნეს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში იმართება.