https://sputnik-georgia.com/20250525/songulashvili-2026-wlidan-veterinarebis-sertificireba-savaldebulo-gaxdeba-293493737.html
სონღულაშვილი: 2026 წლიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება
სონღულაშვილი: 2026 წლიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2026 წლიდან ვეტერინარების და ვეტ-ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება, განაცხადა საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა გარემოს... 25.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-25T13:29+0400
2025-05-25T13:29+0400
2025-05-25T13:29+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282762629_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_19bb51a90e6c39b3f1fa570f64358595.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2026 წლიდან ვეტერინარების და ვეტ-ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება, განაცხადა საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშილმა.საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორ ემანუელ სობერიონთან შეხვედრა გამართა, რომელზეც თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე გამახვილდა ყურადღება. ამასთან, სონღულაშვილმა ვეტერინარულ განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან სასწავლო პროგრამების გაუმჯობესების მიმართულებით მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.„დარგში პროფესიული განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, 2026 წლიდან ვეტერინარების და ვეტ. ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება“, - განაცხადა სონღულაშვილმა.მინისტრმა WOAH-ის გენდირექტორს მადლობა გადაუხადა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაზე მიწვევისთვის და მადლიერება გამოხატა იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს, მსოფლიოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282762629_98:0:1235:853_1920x0_80_0_0_af4308e99eadd13829c6b5874a08c25f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2026 წლიდან ვეტერინარების და ვეტ-ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება, განაცხადა საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშილმა.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორ ემანუელ სობერიონთან შეხვედრა გამართა, რომელზეც თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე გამახვილდა ყურადღება.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო WOAH-თან თანამშრომლობის მნიშვნელობას ცხოველთა გადამდები დაავადებების კონტროლისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო ცხოველთა ჯანმრთელობის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მუშაობს ოფიციალური დაავადებებისგან თავისუფალი სტატუსის მისაღებად, რაშიც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სონღულაშვილმა ვეტერინარულ განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან სასწავლო პროგრამების გაუმჯობესების მიმართულებით მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
„დარგში პროფესიული განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, 2026 წლიდან ვეტერინარების და ვეტ. ტექნიკოსების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრმა WOAH-ის გენდირექტორს მადლობა გადაუხადა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაზე მიწვევისთვის და მადლიერება გამოხატა იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს, მსოფლიოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.