https://sputnik-georgia.com/20250525/rkinigzis-modernizaciis-proeqti-ra-etapze-xorcieldeba-293500694.html
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი: რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი: რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები
Sputnik საქართველო
მოდერნიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. 25.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-25T16:39+0400
2025-05-25T16:39+0400
2025-05-25T16:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24616/89/246168923_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_360f580d52f7a93e493736ec04b2668b.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართვლოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის" გენდირექტორმა ლაშა აბაშიძემ, რომელიც პროექტის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.„საქართველოს რკინიგზა" მოდერნიზაციის პროექტს 2011 წლიდან ახორციელებს. პროექტის სამშენებლო კონტრაქტორია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელთანაც სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა და მისი ღირებულება 249 მილიონ შვეიცარიული ფრანკია. პროექტს ტექნიკურ ზედამხედველობას ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF და გერმანიის სახელმწიფო რკინიგზა (Deutsche Bahn) უწევს.აბაშიძემ ქვიშხეთის ახალი სადგური და ქვესადგური, მეცხრე გვირაბი, საყრდენი კედელი, მშენებარე ხანძარსაწინააღდმდეგო პუნქტი, მოლითის სადგური და ელექტროცენტრალიზაციის პოსტი დაათვალიერა.აღნიშნული სამუშაოებისთვის „საქართველოს რკინიგზამ" ჩინურ კომპანიასთან 17 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გასული წლის ბოლოს გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ეს გვირაბი 2017 წელს გაიჭრა, მაგრამ მისი უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის დაწყებისთვის არის აუცილებელი.პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს არსებული სარკინიგზო ხაზის ალტერნატიული - თანამედროვე სტანდარტების ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს და ტვირთბრუნვას. როგორც მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, რომლითაც გაიზრდება რკინიგზის სიჩქარე, უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. მოდერნიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24616/89/246168923_139:0:2362:1667_1920x0_80_0_0_74c0a60cb1e104a7a2da810191a0b26b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი: რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები
მოდერნიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართვლოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის" გენდირექტორმა ლაშა აბაშიძემ, რომელიც პროექტის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
„საქართველოს რკინიგზა" მოდერნიზაციის პროექტს 2011 წლიდან ახორციელებს. პროექტის სამშენებლო კონტრაქტორია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელთანაც სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა და მისი ღირებულება 249 მილიონ შვეიცარიული ფრანკია. პროექტს ტექნიკურ ზედამხედველობას ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF და გერმანიის სახელმწიფო რკინიგზა (Deutsche Bahn) უწევს.
აბაშიძემ ქვიშხეთის ახალი სადგური და ქვესადგური, მეცხრე გვირაბი, საყრდენი კედელი, მშენებარე ხანძარსაწინააღდმდეგო პუნქტი, მოლითის სადგური და ელექტროცენტრალიზაციის პოსტი დაათვალიერა.
ამ ეტაპზე მეცხრე გვირაბში, რომელიც დაახლოებით 9 კილომეტრია - სახანძრო სისტემების, ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაკვამლიანების საწინააღმდეგო ვენტილაციის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის „საქართველოს რკინიგზამ" ჩინურ კომპანიასთან 17 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გასული წლის ბოლოს გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ეს გვირაბი 2017 წელს გაიჭრა, მაგრამ მისი უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის დაწყებისთვის არის აუცილებელი.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს არსებული სარკინიგზო ხაზის ალტერნატიული - თანამედროვე სტანდარტების ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს და ტვირთბრუნვას.
როგორც მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, რომლითაც გაიზრდება რკინიგზის სიჩქარე, უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა.
მოდერნიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.