https://sputnik-georgia.com/20250525/niu-iorkis-shtatshi-26-maisi-saqartvelos-damoukideblobis-dged-gamocxadda-293498938.html
26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში ნათდება 25.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-25T13:00+0400
2025-05-25T13:00+0400
2025-05-25T13:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259358807_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_17313c41ad88843ab2d8704b8f0d4ea7.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ნიუ-იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აშშ-ის შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259358807_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_2a176eb40b5e226b6323328d41e78267.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში ნათდება
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნიუ-იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აშშ-ის შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა.
უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.