ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

© Facebook / photo: Georgia GFF / FBოთარ კიტეიშვილი
ოთარ კიტეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2025
გამოწერა
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში „შტურმმა“ „ვოლფსბერგერთან" მატჩი ანგარიშით 1:1 დაასრულა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი - კიტეიშვილმა შეხვედრის ორივე ტაიმი სრულად ითამაშა.
თამაში „შტურმისთვის“ სასურველი სცენარით წარიმართა – გრაცელები 45+1-ე წუთზე ბოვინგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 67-ე წუთზე სტუმართა მოთამაშე ბალომ წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა, გრაცის „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
გასული სეზონის შედეგების მიხედვით, 29 წლის ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
კიტეიშვილი „შტურმს" 2018 წლის ივლისში შეუერთდა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი.
ყველა ახალი ამბავი
0