ძიუდო: საქართველოს ნაკრები ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონია

© Courtesy of Georgian Judo Federationძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2025
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯამში მოპოვებული 13 ოქროს, 14 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილი დაიკავა.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ვეტერან ძიუდოსტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირზე საქართველოს გუნდის სახელით ასპარეზობდნენ: ანზორ ხმიადაშვილი, გიორგი მაზიაშვილი, დავით ლორიაშვილი, პაატა მერებაშვილი და მინდია ლილუაშვილი.
ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯამში მოპოვებული 13 ოქროს, 14 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0