ფრანგული მედია: ზურიკო დავითაშვილს საფეხბურთო კლუბ „სტრასბურგში“ იწვევენ

© Courtesy of Zuriko Davitashviliზურიკო დავითაშვილი
ზურიკო დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2025
გამოწერა
საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში ქართველმა შემტევმა 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ფრანგული „სენტ-ეტიენის" ქართველი ვინგერი ზურიკო დავითაშვილი ახალი სეზონიდან გუნდს გამოემშვიდობება, და, სავარაუდოდ, „სტრასბურგის" მოთამაშე გახდება, იუწყება ფრანგული მედია.
სეზონის შედეგებით „სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ლიგა 2-იდან გამოვარდა. კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობოს, რომელთა შორისაცაა, ზურიკო დავითაშვილი. რამდენიმე ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
„ზურიკო დავითაშვილი ამ ზაფხულს „სტრასბურგში“ გადასვლის სერიოზული კანდიდატია“, -წერს ActuFoot-ი.
„„სტრასბურგი“ სერიოზულად განიხილავს ზაფხულში ზურიკო დავითაშვილის დამატებას“, იუწყება lnstantFoot-ი.
დავითაშვილისადმი ინტერესი შემთხვევითი არ არის — საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში ქართველმა შემტევმა 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„სტრასბურგი“ ევროსაგზურისთვის ბრძოლაში „ლიონის“ კონკურენტი იყო და საბოლოოდ ლიგა 1-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა. თუ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ" საფრანგეთის თასს მოიგებს, „სტრასბურგს“ კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება მიეცემა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში" „ბორდოდან" მალევე გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი.
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა. 2023 წლის ზაფხულში მან კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი (2027 წლამდე).
2018 წელს გაზეთმა Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0