საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა

© photo: Sputnik / Stringer26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2025
გამოწერა
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების სრული პროგრამა გამოაქვეყნა.
საქართველოს დედაქალაქში ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ათონელის, ფურცელაძისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდროვის ბაღში გაიმართება. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონია და სამხედრო ტექნიკა იქნება გამოფენილი.
17:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება - ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა
12:00 -19:00 – საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები.
12:00 - 16:45 – კონცერტები საბავშვო სტუდიების მონაწილეობით
13:00/15:00/17:30 – აზოტის შოუ
12:00 - 19:00 – სოციალური საწარმო ,,კოდალა“
12:00 - 19:00 – საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება
12:00 - 20:00 – სპორტის სივრცე – ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი/ფეხბურთი/პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან.
12:00 - 20:00 – ღვინის სივრცე – ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია.
12:00 – 19:00 — საგამოფენო სივრცე – ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები.
12:00 - 19:00 – ყვავილების სივრცე – გარდენია შევარდნაძე
საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები;
სცენა – მუსიკალური ნომრები, საუბრები – ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე.
12:00 - 20:00 – კვების კუთხე და DJ.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0