https://sputnik-georgia.com/20250524/seriuli-mkvlelobebis-dagegmvis-braldebit-21-wlis-qartveli-daakaves-293492457.html
სერიული მკვლელობების დაგეგმვის ბრალდებით 21 წლის ქართველი დააკავეს
სერიული მკვლელობების დაგეგმვის ბრალდებით 21 წლის ქართველი დააკავეს
Sputnik საქართველო
ახალგაზრდა მამაკაცს საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან. 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T14:52+0400
2025-05-24T14:52+0400
2025-05-24T18:45+0400
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. სერიული მკვლელობების დაგეგმვაში ბრალდებული, წარმოშობით ქართველი 21 წლის მამაკაცი მოლდოვიდან ამერიკაშია ექსტრადირებული, იუწყება „ტვ პირველი". მიხეილ ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში 2024 წლის ივლისში დააკავეს. მისი ექსტრადირება მოლდოვიდან აშშ-ში რამდენიმე დღის წინ მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 23 მაისს გაავრცელა. 21 წლის მამაკაცს გამოძიება მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი ე.წ. მანიაკალური მკვლელობის კულტის დაჯგუფების ლიდერია და მისი ერთ-ერთი გეგმა ახალი წლის ღამეს მოწამლული ტკბილეულის დარიგებას ითვალისწინებდა. ნიუ-იორკის პროკურატურის ცნობით, ჩხიკვიშვილი აპირებდა მასობრივი მკვლელობების მოწყობას საწამლავის, თვითმკვლელი ბომბების, ცეცხლსასროლი იარაღის, ხანძრისა და ავტომობილის აფეთქებით. ჩხიკვიშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასა და სუიციდის პრევენციის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩხიკვიშვილს 50-წლიანი პატიმრობა ელის. მიხეილ ჩხიკვიშვილი საბურთალოზე, 161-ე სკოლა აქვს დამთავრებული. მისი მასწავლებლებისა და თანაკლასელების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ბოლო ორი სასწავლო წლის გავლა მას პანდემიის გამო დისტანციურად მოუხდა. სკოლის ადმინისტრაციამ, რომელთანაც მიხეილ ჩხიკვიშვილის მშობლები არ თანამშრომლობდნენ, ოჯახს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ბავშვი ფსიქოთერაპიაზე მიეყვანათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები
სერიული მკვლელობების დაგეგმვის ბრალდებით 21 წლის ქართველი დააკავეს
14:52 24.05.2025 (განახლებულია: 18:45 24.05.2025) ახალგაზრდა მამაკაცს საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. სერიული მკვლელობების დაგეგმვაში ბრალდებული, წარმოშობით ქართველი 21 წლის მამაკაცი მოლდოვიდან ამერიკაშია ექსტრადირებული, იუწყება „ტვ პირველი".
მიხეილ ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში 2024 წლის ივლისში დააკავეს. მისი ექსტრადირება მოლდოვიდან აშშ-ში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 23 მაისს გაავრცელა. 21 წლის მამაკაცს გამოძიება მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებას ედავება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი ე.წ. მანიაკალური მკვლელობის კულტის დაჯგუფების ლიდერია და მისი ერთ-ერთი გეგმა ახალი წლის ღამეს მოწამლული ტკბილეულის დარიგებას ითვალისწინებდა.
ნიუ-იორკის პროკურატურის ცნობით, ჩხიკვიშვილი აპირებდა მასობრივი მკვლელობების მოწყობას საწამლავის, თვითმკვლელი ბომბების, ცეცხლსასროლი იარაღის, ხანძრისა და ავტომობილის აფეთქებით.
ჩხიკვიშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასა და სუიციდის პრევენციის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანას ითხოვს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩხიკვიშვილს 50-წლიანი პატიმრობა ელის.
მიხეილ ჩხიკვიშვილი საბურთალოზე, 161-ე სკოლა აქვს დამთავრებული. მისი მასწავლებლებისა და თანაკლასელების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ბოლო ორი სასწავლო წლის გავლა მას პანდემიის გამო დისტანციურად მოუხდა. სკოლის ადმინისტრაციამ, რომელთანაც მიხეილ ჩხიკვიშვილის მშობლები არ თანამშრომლობდნენ, ოჯახს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ბავშვი ფსიქოთერაპიაზე მიეყვანათ.