https://sputnik-georgia.com/20250524/saqartvelosi-ojaxebis-xarjebi-semosavlebze-naklebia-293490656.html
საქართველოში ოჯახების ხარჯები შემოსავლებზე ნაკლებია - საქსტატი
საქართველოში ოჯახების ხარჯები შემოსავლებზე ნაკლებია - საქსტატი
Sputnik საქართველო
საშუალო თვიური შემოსავლებმა ერთ შინამეურნეობაზე 1896 ლარი შეადგინა, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე კი 590 ლარს გაუტოლდა. 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T11:34+0400
2025-05-24T11:34+0400
2025-05-24T11:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898350_0:138:3157:1914_1920x0_80_0_0_5059fe5c6af8eda0eeb5e25adc96c30c.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიურმა შემოსავალმა 2024 წელს 1896 ლარი შეადგინა და ყოველთვიურ ხარჯებს 160 ლარით გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.2024 წელს ქვეყნის მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავლების დონე ერთ ოჯახზე 10,1%-ით გაიზარდა, ადამიანზე - 13,2%-ით. ყოველთვიური ხარჯების დონე ოჯახზე ერთ წელიწადში გაიზარდა 5,2%-ით, ერთ ადამიანზე - 8,2%-ით.შემოსავლები საქართველოშითუკი 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე 1896 ლარი შეადგინა, საშუალო თვიური შემოსავლები კი ერთ სულზე 590 ლარს გაუტოლდა.ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავალი და გზავნილები, რომლებიც 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 2,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ოჯახის მთლიანი შემოსავლის 90,4% შეადგინა.საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის ძირითად წყაროს ხელფასები წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის მიერ მიღებული მთლიანი ფულადი შემოსავლის 47,6%-ს შეადგენს.მეორე ადგილზეა სახელმწიფოსგან მიღებული თანხა (პენსიები, დახმარება და სტიპენდიები – 22,3%), მესამეზე კი თვითდასაქმების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (12,7%).შემდეგ მოდის საჩუქრად მიღებული სახსრები (7,8%), სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (5,4%), უცხოეთიდან გადარიცხვები (3,6%) და საცხოვრებლის გაქირავებიდან მიღებული თანხა (0,7%).მოსახლეობის ხარჯები„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს ოჯახის საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 1736 ლარი შეადგინა, ხოლო ერთი ადამიანის – 540 ლარი.ამასთან, ნაღდი ფულადი ხარჯები ყველა ხარჯის 69,9%-ს შეადგენს.საქართველოს მოსახლეობა სახსრების ძირითად ნაწილს საკვებზე, სასმელსა და სიგარეტზე ხარჯავს. ეს შეადგენს მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 38,1%-ს.მეორე ადგილზეა კომუნალური გადასახადები და ტრანსპორტია. თითოეულ ამ კატეგორიაზე ხარჯების 11,6% მოდის. მესამეზე კი სამედიცინო მომსახურებაა (11%).შემდეგ მოდის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა, საყოფაცხოვრებო ნივთები და განათლება. კიდევ 15,6% სხვა სამომხმარებლო ხარჯს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898350_426:0:3157:2048_1920x0_80_0_0_55dfc04a94e91704f74a625dd5538371.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში ოჯახების ხარჯები შემოსავლებზე ნაკლებია - საქსტატი
საშუალო თვიური შემოსავლებმა ერთ შინამეურნეობაზე 1896 ლარი შეადგინა, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე კი 590 ლარს გაუტოლდა.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიურმა შემოსავალმა 2024 წელს 1896 ლარი შეადგინა და ყოველთვიურ ხარჯებს 160 ლარით გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
2024 წელს ქვეყნის მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავლების დონე ერთ ოჯახზე 10,1%-ით გაიზარდა, ადამიანზე - 13,2%-ით. ყოველთვიური ხარჯების დონე ოჯახზე ერთ წელიწადში გაიზარდა 5,2%-ით, ერთ ადამიანზე - 8,2%-ით.
თუკი 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე 1896 ლარი შეადგინა, საშუალო თვიური შემოსავლები კი ერთ სულზე 590 ლარს გაუტოლდა.
ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავალი და გზავნილები, რომლებიც 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 2,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ოჯახის მთლიანი შემოსავლის 90,4% შეადგინა.
საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის ძირითად წყაროს ხელფასები წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის მიერ მიღებული მთლიანი ფულადი შემოსავლის 47,6%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა სახელმწიფოსგან მიღებული თანხა (პენსიები, დახმარება და სტიპენდიები – 22,3%), მესამეზე კი თვითდასაქმების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (12,7%).
შემდეგ მოდის საჩუქრად მიღებული სახსრები (7,8%), სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (5,4%), უცხოეთიდან გადარიცხვები (3,6%) და საცხოვრებლის გაქირავებიდან მიღებული თანხა (0,7%).
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს ოჯახის საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 1736 ლარი შეადგინა, ხოლო ერთი ადამიანის – 540 ლარი.
ამასთან, ნაღდი ფულადი ხარჯები ყველა ხარჯის 69,9%-ს შეადგენს.
საქართველოს მოსახლეობა სახსრების ძირითად ნაწილს საკვებზე, სასმელსა და სიგარეტზე ხარჯავს. ეს შეადგენს მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 38,1%-ს.
მეორე ადგილზეა კომუნალური გადასახადები და ტრანსპორტია. თითოეულ ამ კატეგორიაზე ხარჯების 11,6% მოდის. მესამეზე კი სამედიცინო მომსახურებაა (11%).
შემდეგ მოდის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა, საყოფაცხოვრებო ნივთები და განათლება. კიდევ 15,6% სხვა სამომხმარებლო ხარჯს შეადგენს.