https://sputnik-georgia.com/20250524/saqartvelos-damoukideblobis-dre-skandali-dresaswaulis-win-293494026.html
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სკანდალი დღესასწაულის წინ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სკანდალი დღესასწაულის წინ
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში კი მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ნებისმიერ პროვოკაციას სათანადო პასუხი გასცენ. 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T18:30+0400
2025-05-24T18:30+0400
2025-05-24T18:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875642_0:221:2661:1717_1920x0_80_0_0_f2cf566af81eef8790f6b2140152e315.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მმართველ ძალა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის დაპირისპირების კიდევ ერთ გამოვლინებად შეიძლება იქცეს.ტრადიციულად, საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას თან ახლავს არა სამხედრო აღლუმები, არამედ სადღესასწაულო ზეიმი სხვადასხვა ღონისძიებებითა და გამოფენებით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველის გამზირზე.წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა ღონისძიებებმა რუსთაველის გამზირიდან მიმდებარე ტერიტორიაზე - 9 აპრილის ბაღსა და თავისუფლების და ორბელიანის მოედნებზე გადაინაცვლონ, როგორც ეს ახალი წელს მოხდა. მიზეზი იგივეა, რაც წლის დასაწყისში - ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციები, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღიურად იმართება თბილისში.თუმცა, ახალი წლის დღესასწაულებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა შეიძლება სრულიად განსხვავებულ სიბრტყეში გადავიდეს.კერძოდ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ „სიურპრიზებით სავსე აღლუმი“ დააანონსეს. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ახალგაზრდობის სასახლესთან დასრულდება - სამთავრობო ღონისძიებების ლოკაციის „საზღვარზე“.თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მათ მიზანს პროვოკაციები და ძალადობა არ წარმოადგენს.„ეს იქნება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობის დემონსტრირება. უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება, პროვოკაცია. ეს უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღის ისეთი აღნიშვნა, როგორიც საქართველოსა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს ეკადრებათ“, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემამასთან, განსხვავებული პოზიცია აქვთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც დანარჩენი ოპოზიციონერებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცაღა მხარს უჭერს მათ ინიციატივებს.„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაუტოვეთ იმის უფლება, თავად განსაჯოს, როგორ იმოქმედებს იმისთვის, რომ დაიცვას ის დღე, რომელიც ძალიან ძვირფასია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ამ შემთხვევაში, ეს არის 26 მაისი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.თუმცა, მან არ დააკონკრეტა, დამოუკიდებლობის დღის დაცვა ძალის გამოყენებით განხორციელდება თუ უბრალოდ საპროტესტო აქციებში მონაწილეობით გამოიხატება.საქართველოს მმართველ პარტიაში კი მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ნებისმიერ პროვოკაციას სათანადო პასუხი გასცენ.„რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ბინძური პროვოკაციები თავიდან იქნეს არიდებული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.მისი თქმით, პროვოკაციების მცდელობები მოსალოდნელია, რადგან, მისი თქმით, „ჩვენ ვხედავთ, ეს დაჯგუფება როგორ მარგინალიზებულია“.ამავე დროს „ქართული ოცნების“ სხვა წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს და ნებისმიერი მსგავსი ქმედება აღიკვეთება.„თუ ვინმე კანონს დაარღვევს რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს”, - განაცხადა ბოჟაძემ.დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875642_38:0:2621:1937_1920x0_80_0_0_c0189a87860b0673b847952b5b9526bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სკანდალი დღესასწაულის წინ
მმართველ პარტიაში კი მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ნებისმიერ პროვოკაციას სათანადო პასუხი გასცენ.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მმართველ ძალა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის დაპირისპირების კიდევ ერთ გამოვლინებად შეიძლება იქცეს.
ტრადიციულად, საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას თან ახლავს არა სამხედრო აღლუმები, არამედ სადღესასწაულო ზეიმი სხვადასხვა ღონისძიებებითა და გამოფენებით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველის გამზირზე.
წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა ღონისძიებებმა რუსთაველის გამზირიდან მიმდებარე ტერიტორიაზე - 9 აპრილის ბაღსა და თავისუფლების და ორბელიანის მოედნებზე გადაინაცვლონ, როგორც ეს ახალი წელს მოხდა. მიზეზი იგივეა, რაც წლის დასაწყისში - ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციები, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღიურად იმართება თბილისში.
თუმცა, ახალი წლის დღესასწაულებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა შეიძლება სრულიად განსხვავებულ სიბრტყეში გადავიდეს.
კერძოდ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ „სიურპრიზებით სავსე აღლუმი“ დააანონსეს. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ახალგაზრდობის სასახლესთან დასრულდება - სამთავრობო ღონისძიებების ლოკაციის „საზღვარზე“.
თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მათ მიზანს პროვოკაციები და ძალადობა არ წარმოადგენს.
„ეს იქნება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობის დემონსტრირება. უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება, პროვოკაცია. ეს უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღის ისეთი აღნიშვნა, როგორიც საქართველოსა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს ეკადრებათ“, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ
ამასთან, განსხვავებული პოზიცია აქვთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც დანარჩენი ოპოზიციონერებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცაღა მხარს უჭერს მათ ინიციატივებს.
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაუტოვეთ იმის უფლება, თავად განსაჯოს, როგორ იმოქმედებს იმისთვის, რომ დაიცვას ის დღე, რომელიც ძალიან ძვირფასია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ამ შემთხვევაში, ეს არის 26 მაისი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
თუმცა, მან არ დააკონკრეტა, დამოუკიდებლობის დღის დაცვა ძალის გამოყენებით განხორციელდება თუ უბრალოდ საპროტესტო აქციებში მონაწილეობით გამოიხატება.
საქართველოს მმართველ პარტიაში კი მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ნებისმიერ პროვოკაციას სათანადო პასუხი გასცენ.
„რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ბინძური პროვოკაციები თავიდან იქნეს არიდებული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროვოკაციების მცდელობები მოსალოდნელია, რადგან, მისი თქმით, „ჩვენ ვხედავთ, ეს დაჯგუფება როგორ მარგინალიზებულია“.
ამავე დროს „ქართული ოცნების“ სხვა წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს და ნებისმიერი მსგავსი ქმედება აღიკვეთება.
„თუ ვინმე კანონს დაარღვევს რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს”, - განაცხადა ბოჟაძემ.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.