https://sputnik-georgia.com/20250524/saqartvelos-ar-gadauxvevia-evrointegraciis-gzidan-pirveli-vice-premieri-293496363.html
საქართველოს არ გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან - პირველი ვიცე-პრემიერი
საქართველოს არ გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან - პირველი ვიცე-პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველო კვლავაც მიისწრაფვის, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T16:11+0400
2025-05-24T16:11+0400
2025-05-24T22:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/14/291022381_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b236b5a65b277bcb061ada3844ac5eae.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველო აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართულ პოლიტიკას, განაცხადა ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.გასულ კვირას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკავშირმა ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხში და კითხვა დასვა - „იმსახურებდა თუ არა“ ქვეყანა პრივილეგიებს ასოცირების შეთანხმების, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სახით.როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კოორდინაციას უწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის დღის წესრიგს, რომელიც საკმაოდ ფართოა.„ჩვენ უკვე მოთხოვნების თითქმის 60% შევასრულეთ. აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ეკონომიკაში და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სხვა. ეს არის პრიორიტეტული დღის წესრიგი, რომელიც კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.მისი თქმით, საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. „გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სრულად ვართ მიმართული ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ ამ რეფორმების და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/14/291022381_0:0:1822:1366_1920x0_80_0_0_5224106f6647f69972a9fbb40fd818fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ლევან დავითაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ლევან დავითაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს არ გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან - პირველი ვიცე-პრემიერი
16:11 24.05.2025 (განახლებულია: 22:06 24.05.2025) საქართველო კვლავაც მიისწრაფვის, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველო აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართულ პოლიტიკას, განაცხადა ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გასულ კვირას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკავშირმა ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხში და კითხვა დასვა - „იმსახურებდა თუ არა“ ქვეყანა პრივილეგიებს ასოცირების შეთანხმების, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სახით.
„ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს. ამ დღის წესრიგის განხორციელებას ემსახურება ყველა ინსტიტუცია, ყველა სამთავრობო ინსტიტუცია, ყველა სამინისტრო და სააგენტო“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კოორდინაციას უწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის დღის წესრიგს, რომელიც საკმაოდ ფართოა.
„ჩვენ უკვე მოთხოვნების თითქმის 60% შევასრულეთ. აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ეკონომიკაში და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სხვა. ეს არის პრიორიტეტული დღის წესრიგი, რომელიც კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. „გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სრულად ვართ მიმართული ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ ამ რეფორმების და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.