https://sputnik-georgia.com/20250524/ramdeni-tvirti-gadamusavda-saqartvelos-portebsi-axali-monacemebi-293491026.html
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 451 გემი შემოვიდა 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T12:52+0400
2025-05-24T12:52+0400
2025-05-24T12:52+0400
საქართველო
საქართველოს პორტები
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1a/249289578_0:178:3001:1866_1920x0_80_0_0_0203eca0650bbbc89472abea0ecdcd7b.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 3,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9,2%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 52,2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 28,8 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 18,7 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 451 გემი, რომელთა 50,1 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 22,2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 18,2 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 9,5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2,6-ჯერ მეტი ნაყარი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32,2 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 12,8 პროცენტით ნაკლები კონტეინერმზიდი და 11,55%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18,2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16,6 პროცენტი -თურქეთის, 10,2 პროცენტი - მალტის, 8,4 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 46,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.მგზავრთა გადაყვანაგარდა ამისა, 2025 წლის იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან საქართველოს საზღვაო პორტებში მგზავრთნაკადი 16,5%-ით გაიზარდა. პორტები 2,1 ათას მგზავრს მოემსახურა.მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 56,8 პროცენტი შეადგინა.საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1a/249289578_115:0:2663:1911_1920x0_80_0_0_bb96b11c708e8070bbec8d3e8a480851.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პორტები, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პორტები, საქსტატი, ახალი ამბები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 451 გემი შემოვიდა
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 3,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9,2%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 52,2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 28,8 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 18,7 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 451 გემი, რომელთა 50,1 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 22,2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 18,2 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 9,5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2,6-ჯერ მეტი ნაყარი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32,2 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 12,8 პროცენტით ნაკლები კონტეინერმზიდი და 11,55%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18,2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16,6 პროცენტი -თურქეთის, 10,2 პროცენტი - მალტის, 8,4 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 46,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
გარდა ამისა, 2025 წლის იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან საქართველოს საზღვაო პორტებში მგზავრთნაკადი 16,5%-ით გაიზარდა. პორტები 2,1 ათას მგზავრს მოემსახურა.
მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 56,8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.