https://sputnik-georgia.com/20250524/qutaisis-aeroportis-ganvitareba-saqartvelos-ekonomikasi-seitans-wvlils-ministris-moadgile-293490422.html
ქუთაისის აეროპორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკაში შეიტანს წვლილს: მინისტრის მოადგილე
ქუთაისის აეროპორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკაში შეიტანს წვლილს: მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
დაგეგმილია არსებული აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია, რათა სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზარდოს 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T10:55+0400
2025-05-24T10:55+0400
2025-05-24T10:55+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
ქუთაისი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111420_0:14:1300:745_1920x0_80_0_0_8bf2ad75966b3c5a5196371bb2b334d3.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და ტერმინალის გაფართოების პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, პროექტში, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველი ფაზაა, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რაც აეროპორტში დღემდე განხორციელებულ ყველა ინვესტიციას აღემატება.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტის განხორციელებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მისი თქმით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია არსებული აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია, რათა სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზარდოს.ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. უკვე დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი.ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 30.000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.პარალელურ რეჟიმში 35000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55.000 კვმ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.პროექტი ხელს შეუწყობს აეროპორტში ლოჯისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას, ხოლო მომავალში - დიდი გაბარიტების თვითმფრინავების შეუზღუდავად მიღებას, რის შედეგადაც აეროპორტს შორ მანძილზე რეისების დამატების საშუალებას მისცემს.ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA Consulting-მა დაასრულა.აეროპორტის სერვისების გაუმჯობესებასაქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გადახდის სისტემა Visa-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი 23 მაისს გააფორმა. წლის ბოლომდე აეროპორტს Visa-სთან თანამშრომლობით შექმნილი ლაუნჯი დაემატება.Visa ციფრული გადახდების გლობალური ლიდერია, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯ სივრცეს მოაწყობს.პროექტის თანახმად, ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება და რამდენიმე ზონას მოიცავს - მოსასვენებელ, სამუშაო და კვების ზონებს.ბიზნეს ლაუნჯის სივრცე მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან ამოქმედდება. ოპერირების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ლაუნჯი განსაკუთრებული დიზაინით იქნება გაფორმებული - თანამედროვე, მინიმალისტური კონცეფციით, ინტერიერი კი ადგილობრივ თემატიკაზე იქნება აგებული, კერძოდ, მითზე არგონავტების შესახებ. ინტერიერი ხაზს გაუსვამს ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობას და ქალაქის ავთენტურობას.ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.ქუთაისის აეროპორტი იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია და 1,5 ათასს შეადგენს.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111420_147:0:1163:762_1920x0_80_0_0_54238f7071b12bc7bf9ddb1706a577a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქუთაისის აეროპორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკაში შეიტანს წვლილს: მინისტრის მოადგილე
დაგეგმილია არსებული აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია, რათა სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზარდოს
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და ტერმინალის გაფართოების პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, პროექტში, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველი ფაზაა, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რაც აეროპორტში დღემდე განხორციელებულ ყველა ინვესტიციას აღემატება.
„30-ზე მეტი მიმართულებით ხდება ქუთაისიდან პირდაპირი ფრენების ოპერირება, საიდანაც 24 მიმართულება ევროპულია. საქართველოს მთავრობა განაგრძობს აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ასაფრენ დასაფრენი ზოლის, ისე ტერმინალის გაფართოების პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ქუთაისის აეროპორტში სამუშაო პროცესის გაცნობისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტის განხორციელებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მისი თქმით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია არსებული აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია, რათა სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზარდოს.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. უკვე დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 30.000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.
პარალელურ რეჟიმში 35000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55.000 კვმ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.
პროექტი ხელს შეუწყობს აეროპორტში ლოჯისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას, ხოლო მომავალში - დიდი გაბარიტების თვითმფრინავების შეუზღუდავად მიღებას, რის შედეგადაც აეროპორტს შორ მანძილზე რეისების დამატების საშუალებას მისცემს.
ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA Consulting-მა დაასრულა.
აეროპორტის სერვისების გაუმჯობესება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გადახდის სისტემა Visa-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი 23 მაისს გააფორმა. წლის ბოლომდე აეროპორტს Visa-სთან თანამშრომლობით შექმნილი ლაუნჯი დაემატება.
Visa ციფრული გადახდების გლობალური ლიდერია, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯ სივრცეს მოაწყობს.
პროექტის თანახმად, ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება და რამდენიმე ზონას მოიცავს - მოსასვენებელ, სამუშაო და კვების ზონებს.
ბიზნეს ლაუნჯის სივრცე მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან ამოქმედდება. ოპერირების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ლაუნჯი განსაკუთრებული დიზაინით იქნება გაფორმებული - თანამედროვე, მინიმალისტური კონცეფციით, ინტერიერი კი ადგილობრივ თემატიკაზე იქნება აგებული, კერძოდ, მითზე არგონავტების შესახებ. ინტერიერი ხაზს გაუსვამს ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობას და ქალაქის ავთენტურობას.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.
ქუთაისის აეროპორტი იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია და 1,5 ათასს შეადგენს.