https://sputnik-georgia.com/20250524/masvelebma-10-driani-zebnis-semdeg-mtkvarsi-giorgi-samugias-cxedari-ipoves-293492938.html
მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს
მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს
Sputnik საქართველო
მდინარე მტკვარში მსუბუქი ავტომობილი 13 მაისს, გვიან ღამით გადავარდა. 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T17:14+0400
2025-05-24T17:14+0400
2025-05-24T17:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292564430_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_c18550cad733da4652d943b61561d867.jpg
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. მაშველებმა რამდენიმე დღიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარე მტკვარში 13 მაისს, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წყალში უკანა მხრიდან სხვა ავტომობილის შეჯახების შედეგად გადავარდა. ავტომობილში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. შემთხვევიდან მალევე მეხანძრე-მაშველებმა წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს, ორი მამაკაცის ცხედარი კი მდინარეში რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. კიდევ ერთი პირის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდებოდა. სამართალდამცველებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავეს. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შეამცირეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292564430_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_a8641f32792da6ab88ac4ace480d03ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს
მდინარე მტკვარში მსუბუქი ავტომობილი 13 მაისს, გვიან ღამით გადავარდა.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. მაშველებმა რამდენიმე დღიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარე მტკვარში 13 მაისს, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წყალში უკანა მხრიდან სხვა ავტომობილის შეჯახების შედეგად გადავარდა. ავტომობილში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა.
შემთხვევიდან მალევე მეხანძრე-მაშველებმა წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს, ორი მამაკაცის ცხედარი კი მდინარეში რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. კიდევ ერთი პირის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდებოდა.
სამართალდამცველებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავეს. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.
სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შეამცირეს.