https://sputnik-georgia.com/20250524/batumis-aeroportis-infrastruqturis-ganvitarebaze-12-5-mln-lari-daixarjeba-293490863.html
ბათუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 12,5 მლნ ლარი დაიხარჯება
ბათუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 12,5 მლნ ლარი დაიხარჯება
Sputnik საქართველო
პირველი პროექტის ფარგლებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა დახვედრის ზონის გაფართოების სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება. 24.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-24T12:13+0400
2025-05-24T12:13+0400
2025-05-24T12:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244932_0:23:3446:1961_1920x0_80_0_0_d0d61b911c072d66096a013ee9eaec52.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე 12,5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, ნათქვამია თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში.TAV Georgia-ს ინფორმაციით, იგეგმება IT-ინფრასტრუქტურის განვითარება და საოპერაციო ტექნიკის შეძენა.პირველი პროექტის ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა დახვედრის ზონის გაფართოების სამუშაოები 2025 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ინტეგრირებული იქნება მგზავრების დახვედრის ზონასთან და დამატებით საოფისე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობას წარმოშობს, რაც აეროპორტის ოპერაციებისა და კომერციული გამოყენებისთვის არის განსაზღვრული.ასევე, რიგების მოსაწესრიგებლად და გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება.„ტავ ჯორჯიას“ 2025 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილშიც. საჰაერო ხომალდების სადგომების ტერიტორია გაფართოვდება 8200 მ²-ით და მოხდება დაზიანებული ხელოვნური ზედაპირის რეაბილიტაცია 14.000 მ²-ზე. შედეგად, გაჩნდება შესაძლებლობა რომ აეროდრომზე ერთდროულად განთავსდეს 9 საშუალოგაბარიტიანი (ICAO: C code) თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი.2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაც იგეგმება, რომელიც მოიცავს ხელოვნური საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს კრიტიკულ ზონებში 45.000 მ2 ფართობზე.გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა მომატებული მგზავრთნაკადის გამო შეიქმნა. სხვაობა ციფრებში საკმაოდ თვალსაჩინოა, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, აღნიშნეს კომპანიაში.2025 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233,7 ათას მგზავრს და 1,1 ათას ავიარეისს მოემსახურა, რაც 2024 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, შესაბამისად, 43,7 და 36,7%-ით მეტია.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244932_715:0:3446:2048_1920x0_80_0_0_14bc6967dc67cb75e754e45b2a3c1143.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, კომპანიების ახალი ამბები
ბათუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 12,5 მლნ ლარი დაიხარჯება
პირველი პროექტის ფარგლებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა დახვედრის ზონის გაფართოების სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე 12,5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, ნათქვამია თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, იგეგმება IT-ინფრასტრუქტურის განვითარება და საოპერაციო ტექნიკის შეძენა.
“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პროექტი გვაქვს დაგეგმილი, როგორც აეროდრომზე, ასევე ტერმინალის ნაწილში. მომატებული მგზავრთნაკადის ფონზე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც პასუხობდეს ყველანაირ გამოწვევას, რათა მომსახურების ხარისხის ის მაღალი სტანდარტი შევინარჩუნოთ, რომელსაც უკვე წლებია ჩვენი მგზავრები შევაჩვიეთ”, - აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ ტექნიკური მენეჯერი ალუდა ცაბაური.
პირველი პროექტის ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა დახვედრის ზონის გაფართოების სამუშაოები 2025 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.
იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ინტეგრირებული იქნება მგზავრების დახვედრის ზონასთან და დამატებით საოფისე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობას წარმოშობს, რაც აეროპორტის ოპერაციებისა და კომერციული გამოყენებისთვის არის განსაზღვრული.
ასევე, რიგების მოსაწესრიგებლად და გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება.
„ტავ ჯორჯიას“ 2025 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილშიც. საჰაერო ხომალდების სადგომების ტერიტორია გაფართოვდება 8200 მ²-ით და მოხდება დაზიანებული ხელოვნური ზედაპირის რეაბილიტაცია 14.000 მ²-ზე. შედეგად, გაჩნდება შესაძლებლობა რომ აეროდრომზე ერთდროულად განთავსდეს 9 საშუალოგაბარიტიანი (ICAO: C code) თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი.
2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაც იგეგმება, რომელიც მოიცავს ხელოვნური საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს კრიტიკულ ზონებში 45.000 მ2 ფართობზე.
გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა მომატებული მგზავრთნაკადის გამო შეიქმნა. სხვაობა ციფრებში საკმაოდ თვალსაჩინოა, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, აღნიშნეს კომპანიაში.
2025 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233,7 ათას მგზავრს და 1,1 ათას ავიარეისს მოემსახურა, რაც 2024 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, შესაბამისად, 43,7 და 36,7%-ით მეტია.