13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2025
გამოწერა
ბრალდებულს გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მოზარდი ინტერნეტით გაიცნო და შემდეგ მის სანახავად ჩავიდა იმ დასახლებაში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0