https://sputnik-georgia.com/20250523/sazrvargaret-qartuli-kulturis-dreebi-gaimarteba-293483075.html
საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეები გაიმართება
საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეები გაიმართება
Sputnik საქართველო
ღონისძიებების მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდაა. 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T18:10+0400
2025-05-23T18:10+0400
2025-05-23T18:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cf4a51cc8d0d41cd572cbb483e6b5125.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. ქართული კულტურის დღეები გაიმართება შვეიცარიაში, გაეროში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ყაზახეთში, უნგრეთში, ხორვატიაში, სომხეთში, რუმინეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ღონისძიებებს ორგანიზებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები უწევენ. უწყების ცნობით, ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2025 წლის მაისიდან დეკემბრამდე საზღვარგარეთის 22-მდე ქვეყანაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის ქართული კულტურის დღეების ჩატარება. 26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: "ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_109cbd1ad7c1b7c706ea991d79f9f7a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეები გაიმართება
ღონისძიებების მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდაა.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
ქართული კულტურის დღეები გაიმართება შვეიცარიაში, გაეროში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ყაზახეთში, უნგრეთში, ხორვატიაში, სომხეთში, რუმინეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ღონისძიებებს ორგანიზებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები უწევენ.
„ქართული კულტურა წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ისტორიითა და საკუთარი იდენტობისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ელემენტით. გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, გამოფენები, სახალხო შემეცნებითი ღონისძიებები და სხვ.", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2025 წლის მაისიდან დეკემბრამდე საზღვარგარეთის 22-მდე ქვეყანაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის ქართული კულტურის დღეების ჩატარება.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: "ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.