https://sputnik-georgia.com/20250523/saqartvelos-radios-aramaterialuri-kulturuli-memkvidreobis-statusi-mieniwa-293480315.html
„საქართველოს რადიოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„საქართველოს რადიოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
Sputnik საქართველო
„საქართველოს რადიო“ 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ევროპაში ერთერთი უძველესი რადიოსადგურია. 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T14:19+0400
2025-05-23T14:19+0400
2025-05-23T14:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
რადიო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24093/91/240939125_386:394:2000:1302_1920x0_80_0_0_051b0369f0f2d6afa0f9efb9ae89cbd4.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქართული რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას — რადიოარხ „საქართველოს რადიოს“ დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.„საქართველოს რადიო“ 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ევროპაში ერთერთი უძველესი რადიოსადგურია.100 წლის წინ, ქართული რადიომაუწყებლობის დაბადება სწორედ პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილისა და მისი გუნდის მიერ შესრულებული „ურმულით“ აღინიშნა.1935 წელს ეთერით პირველად გაისმა აკაკი წერეთლის ხმა, ეს იყო ეპოქალური მომენტი ქართული რადიოისტორიისთვის.როგორც ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რადიომ განათლებისა და კულტურის გამავრცელებელი ინსტიტუტის როლი შეითავსა, რადგან „საქართველოს რადიოს“ ეთერით ყოველთვის ისმოდა გამართული ქართული მეტყველება.ინფორმირება, განათლება და ზოგადად, კულტურის, კონკრეტულად კი - ქართული კულტურის პოპულარიზაცია რადიოს პირველად ფუნქციად იქცა.რადიოსადგურზე კვლავ გრძელდება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენების ჩაწერა; ოქროს ფონდი ახალი შედევრებით ივსება; მზადდება სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24093/91/240939125_264:0:2000:1302_1920x0_80_0_0_9b23b92e0fd2afd4c1c9ced483c16cc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, რადიო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, რადიო
„საქართველოს რადიოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„საქართველოს რადიო“ 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ევროპაში ერთერთი უძველესი რადიოსადგურია.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქართული რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას — რადიოარხ „საქართველოს რადიოს“ დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
„საქართველოს რადიო“ 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ევროპაში ერთერთი უძველესი რადიოსადგურია.
100 წლის წინ, ქართული რადიომაუწყებლობის დაბადება სწორედ პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილისა და მისი გუნდის მიერ შესრულებული „ურმულით“ აღინიშნა.
1935 წელს ეთერით პირველად გაისმა აკაკი წერეთლის ხმა, ეს იყო ეპოქალური მომენტი ქართული რადიოისტორიისთვის.
როგორც ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რადიომ განათლებისა და კულტურის გამავრცელებელი ინსტიტუტის როლი შეითავსა, რადგან „საქართველოს რადიოს“ ეთერით ყოველთვის ისმოდა გამართული ქართული მეტყველება.
ინფორმირება, განათლება და ზოგადად, კულტურის, კონკრეტულად კი - ქართული კულტურის პოპულარიზაცია რადიოს პირველად ფუნქციად იქცა.
„საქართველოს რადიომ შეინარჩუნა და განავითარა თავისი დიდი კულტუროლოგიური ტრადიციები და დღესაც ამ ღირებულებებით განაგრძობს არსებობას. ეს ერთადერთი რადიოა, სადაც კვლავ ისმის კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი, თეატრი, რადიოდადგმები, ქართული და მსოფლიო ლიტერატურული ნაწარმოებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
რადიოსადგურზე კვლავ გრძელდება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენების ჩაწერა; ოქროს ფონდი ახალი შედევრებით ივსება; მზადდება სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები.