https://sputnik-georgia.com/20250523/saqartvelos-da-katars-soris-tavisufali-vawrobis-sesaxeb-molaparakebebis-dawyeba-igegmeba-293478768.html
საქართველოსა და კატარს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება
საქართველოსა და კატარს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება
Sputnik საქართველო
ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია უკვე წელს, აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის ფარგლებში შედგეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T13:40+0400
2025-05-23T13:40+0400
2025-05-23T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
კატარი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/16/293473753_0:6:1600:906_1920x0_80_0_0_b1d3bb1b15625fd0cf413116437016f4.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველო და კატარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ლევან დავითაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან მისი შეხვედრისას იქნა მიღებული. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია უკვე წელს, აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის ფარგლებში შედგეს. პირველმა ვიცე-პრემიერმა კატარის დელეგაცია თბილისში მოიწვია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 22 -23 ოქტომბერს გაიმართება. „რა თქმა უნდა, ეს დამატებითი სტიმული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს კატარის დელეგაცია ეწვევა და „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის" ფარგლებში შედგება კონკრეტული მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეხვედრა ლევან დავითაშვილის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასზე ასევე იყო მიმოხილულუ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის - საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით. საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ამირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის პატრონაჟითა და Bloomberg-ის მხარდაჭერით გაიმართა, მასზე 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი იყო წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან.საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.
საქართველო
კატარი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/16/293473753_78:0:1499:1066_1920x0_80_0_0_4080452bf31cbd30d835b9ba85c771eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კატარი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი
ახალი ამბები, საქართველო, კატარი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი
საქართველოსა და კატარს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება
ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია უკვე წელს, აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის ფარგლებში შედგეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველო და კატარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა
ლევან დავითაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან მისი შეხვედრისას იქნა მიღებული.
„უმნიშვნელოვანესი იყო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას კატართან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე - ისევე, როგორც გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეს იქნება დამოუკიდებელი ფორმატი და არა მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია უკვე წელს, აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის ფარგლებში შედგეს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა კატარის დელეგაცია თბილისში მოიწვია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 22 -23 ოქტომბერს გაიმართება.
„რა თქმა უნდა, ეს დამატებითი სტიმული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს კატარის დელეგაცია ეწვევა და „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის" ფარგლებში შედგება კონკრეტული მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეხვედრა ლევან დავითაშვილის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასზე ასევე იყო მიმოხილულუ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის - საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით.
საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი ამირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის პატრონაჟითა და Bloomberg-ის მხარდაჭერით გაიმართა, მასზე 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი იყო წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.