როგორ იზეიმებს წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს: ღონისძიებების განრიგი ცნობილია
10:18 23.05.2025 (განახლებულია: 13:19 23.05.2025)
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
26 მაისი ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში აღინიშნება.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისს მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
სამინისტრომ გაავრცელა 26 მაისის ღონისძიებების განრიგი:
12:00 -16:45 - კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით
12:00 -19:00 - საბავშვო შემეცნებითი აქტივობები - ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახეზე მოხატვა; ზღაპრის გმირები
13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ
12:00-19:00 - სოციალური საწარმო "კოდალა"
12:00 – 19:00 - საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება
12:00 – 20:00 - სპორტის სივრცე - ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან
12:00 – 20:00 - ღვინის სივრცე - ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია
12:00 – 19:00 - საგამოფენო სივრცე - ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები
12:00 – 19:00 - ყვავილების სივრცე - გარდენია შევარდნაძე
საბავშვო შემეცნებითი აქტივობები - ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები
სცენა - მუსიკალური ნომრები, საუბრები - ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე
12:00 – 20:00 - კვების კუთხე და DJ
17:10 - პრეზიდენტის სასახლის ეზო - ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ამასთან, მთავრობის განკარგულების მიხედვით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფიცის დადების ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: "ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.