პარიზში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

© Национальное агентство вина Грузииქართული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია პარიზში
ქართული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია პარიზში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2025
გამოწერა
ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ფრანგული გასტრონიმიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში Ferrandi Paris ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთის დედაქალაქში ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია გაიმართა HoReCa სექტორის და მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების წარმომადგენლებისთვისაც. ღონისძიების მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ფრანგულ სამზარეულოსთან შეხამება იყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების, გაყიდვების ზრდისა და ქართული ღვინის, როგორც ნიშური კატეგორიის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მზარდი მოთხოვნაა.
ყველა ახალი ამბავი
0