კობა კობალაძე აშშ-ში გაემგზავრა

© photo: Koba Kobaladze / FBკობა კობალაძე
კობა კობალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2025
გამოწერა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის მიზანი ვეტერანებისთვის სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვისა და განხორციელების მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარებაა.
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ში მან შეხვედრა უკვე გამართა აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ხათუნა კვესილავასთან და საქართველოს სამხედრო ატაშესთან, იროდი ქადაგიშვილთან.
„აშშ-ში ვიზიტის მიზანია საქართველოში ვეტერანებისთვის სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას, რაც გააუმჯობესებს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას", - განაცხადა კობა კობალაძემ.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებიც, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია გამართავს, უწყების ცნობით აშშ-ში .ვიზიტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე და პროტოკოლის განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი, აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშის მოადგილეები, გიორგი დუმბაძე და რომან სანიკიძე.
ყველა ახალი ამბავი
0