https://sputnik-georgia.com/20250523/gaizarda-tu-ara-turizmidan-semosavlebi-saqartvelosi-sainvesticio-kompaniis-sefaseba-293481726.html
გაიზარდა თუ არა ტურიზმიდან შემოსავლები საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის შეფასება
გაიზარდა თუ არა ტურიზმიდან შემოსავლები საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის შეფასება
Sputnik საქართველო
მთლიანობაში, Galt & Taggart-ის შეფასებით, ოთხ თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მლრდ შეადგინა. 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T16:54+0400
2025-05-23T16:54+0400
2025-05-23T16:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1d/289633673_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_4e917a0369ee60dd309530e82f470a1d.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. 2025 წლის აპრილში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის 300 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.ანალიტიკოსების მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან შემოსავალი არ გაზრდილა.Galt & Taggart-ის შეფასებით, ოთხ თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მლრდ შეადგინა. კომპანიის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან შესავალი 4,5 მლრდ დოლარს მიაღწევს.კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა.2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1d/289633673_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_93fbc7a9f5736201543e5aa0d0337976.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
გაიზარდა თუ არა ტურიზმიდან შემოსავლები საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის შეფასება
მთლიანობაში, Galt & Taggart-ის შეფასებით, ოთხ თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მლრდ შეადგინა.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. 2025 წლის აპრილში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის 300 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან შემოსავალი არ გაზრდილა.
Galt & Taggart-ის შეფასებით, ოთხ თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მლრდ შეადგინა. კომპანიის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან შესავალი 4,5 მლრდ დოლარს მიაღწევს.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა.
2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.