https://sputnik-georgia.com/20250523/amsterdamsi-saertasoriso-gamofenaze-qartuli-agroproduqcia-waradgines-293481049.html
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული აგროპროდუქცია წარადგინეს
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული აგროპროდუქცია წარადგინეს
Sputnik საქართველო
ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას. 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T13:00+0400
2025-05-23T13:00+0400
2025-05-23T13:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ნიდერლანდები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264988133_0:211:3000:1899_1920x0_80_0_0_21f356195b2d27746bfc54f82fdee6b9.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show 10 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქართულმა კომპანიებმა „ნათსჯი", „კულა", „არომაპროდაქტი", „მაისი 2020", „კამპა", „ველინგტონი", „ქარელის ხილი", „კოოპერატივი რუისპირი – მეღვინეობა იყალთო", „აჩინებული" და „გრინ გოლდი" გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია - ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს. როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით. გამოფენაში, რომელიც 20-21 მაისს გაიმართა, მონაწილეობას იღებდა 3,1 ათასზე მეტი კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანიები.
საქართველო
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264988133_339:0:3000:1996_1920x0_80_0_0_23245ea648716aa1f84f590282e3472d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული აგროპროდუქცია წარადგინეს
13:00 23.05.2025 (განახლებულია: 13:11 23.05.2025) ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show 10 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულმა კომპანიებმა „ნათსჯი", „კულა", „არომაპროდაქტი", „მაისი 2020", „კამპა", „ველინგტონი", „ქარელის ხილი", „კოოპერატივი რუისპირი – მეღვინეობა იყალთო", „აჩინებული" და „გრინ გოლდი" გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია - ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს.
„ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის უზრუნველყოფით, სოფლის განვითარების სააგენტო ხელს უწყობს ქართული მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და გაყიდვების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე", – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ.
როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით.
გამოფენაში, რომელიც 20-21 მაისს გაიმართა, მონაწილეობას იღებდა 3,1 ათასზე მეტი კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნიდან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანიები.