https://sputnik-georgia.com/20250523/--autopapa-----293479664.html
რუსთავის ავტობაზრობა Autopapa დაჯარიმდა - მიზეზები
რუსთავის ავტობაზრობა Autopapa დაჯარიმდა - მიზეზები
Sputnik საქართველო
სააგენტოს ვერსიით, 2023 წელს საპარკინგე ადგილებზე შეუსაბამოდ მაღალი ფასები განისაზღვრა 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T10:58+0400
2025-05-23T10:58+0400
2025-05-23T13:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/16/248151692_207:0:2243:1145_1920x0_80_0_0_2534e43dd211a7b792ad8c1cc957d8a2.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ყველაზე მსხვილი ავტობაზრობა - შპს „რუსთავის ავტობაზრობა“ და შპს „მიკადო ჯორჯია“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო 848,3 ათასი ლარით დააჯარიმა.როგორც სააგენტოში განაცხადეს, საქმის მოკვლევა ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაიწყო.სააგენტომ დაადგინა, რომ 2023 წელს, ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც - 1 საპარკინგე ადგილის დღიურ ტარიფსა და „ხარჯი პლუს მარჟას“ შორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა. საბოლოოდ, აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა.სააგენტოს ვერსიით, 2023 წელს საპარკინგე ადგილებზე განისაზღვრა შეუსაბამოდ მაღალი ფასები - 10 და 15 ლარი.სააგენტო აღნიშნავს, რომ დაჯარიმებული კომპანიები 2024 წლის 23 ივლისიდან 2025 წლის 27 იანვრამდე არ თანამშრომლობდნენ სააგენტოსთან, არ აწვდიდნენ დადგენილ ვადებში სათანადო ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რომელსაც საქმის შესწავლისა და გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, რამაც გამოძიების პროცესის შეფერხება და ადმინისტრაციული წარმოება შეაფერხა.ამის გამო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვების მიზნით სააგენტოს სარჩელის შეტანა სასამართლოში მოუწია.შესაბამის სექტორში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების და სამომავლოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურმა აგენტებმა - მომსახურების/პროდუქციის საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები შეაფასონ და გაითვალისწინონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/16/248151692_461:0:1988:1145_1920x0_80_0_0_c1b781b52c366154ebdae0340a8d5871.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო
რუსთავის ავტობაზრობა Autopapa დაჯარიმდა - მიზეზები
10:58 23.05.2025 (განახლებულია: 13:19 23.05.2025) სააგენტოს ვერსიით, 2023 წელს საპარკინგე ადგილებზე შეუსაბამოდ მაღალი ფასები განისაზღვრა
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ყველაზე მსხვილი ავტობაზრობა - შპს „რუსთავის ავტობაზრობა“ და შპს „მიკადო ჯორჯია“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო 848,3 ათასი ლარით დააჯარიმა.
როგორც სააგენტოში განაცხადეს, საქმის მოკვლევა ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
სააგენტომ დაადგინა, რომ 2023 წელს, ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც - 1 საპარკინგე ადგილის დღიურ ტარიფსა და „ხარჯი პლუს მარჟას“ შორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა. საბოლოოდ, აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა.
სააგენტოს ვერსიით, 2023 წელს საპარკინგე ადგილებზე განისაზღვრა შეუსაბამოდ მაღალი ფასები - 10 და 15 ლარი.
სააგენტო აღნიშნავს, რომ დაჯარიმებული კომპანიები 2024 წლის 23 ივლისიდან 2025 წლის 27 იანვრამდე არ თანამშრომლობდნენ სააგენტოსთან, არ აწვდიდნენ დადგენილ ვადებში სათანადო ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რომელსაც საქმის შესწავლისა და გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, რამაც გამოძიების პროცესის შეფერხება და ადმინისტრაციული წარმოება შეაფერხა.
ამის გამო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვების მიზნით სააგენტოს სარჩელის შეტანა სასამართლოში მოუწია.
შესაბამის სექტორში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების და სამომავლოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურმა აგენტებმა - მომსახურების/პროდუქციის საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები შეაფასონ და გაითვალისწინონ.