https://sputnik-georgia.com/20250523/-----------293484136.html
„რიყის დოქების“ ნაცვლად თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო აშენდება? - ვიდეო
„რიყის დოქების“ ნაცვლად თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო აშენდება? - ვიდეო
Sputnik საქართველო
რიყის პარკში უზარმაზარი შუშის „რიყის დოქების“ დემონტაჟი მოხდება. სააკაშვილის დროს აქ მუსიკალური თეატრის, საკონცერტო დარბაზის და თანამედროვე საგამოფენო ცენტრის... 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T16:14+0400
2025-05-23T16:14+0400
2025-05-23T16:14+0400
მულტიმედია
ვიდეო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/17/293483953_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_1cb748cb0e1a32c1f737524f5c04ee3c.jpg
„ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. „მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, - აღნიშნა მან.2025 წლის მაისის დასაწყისში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ 20 მლნ ლარად მიჰყიდა კომპანია Rike Dom-ს, რომლის მფლობელია თორნიკე კოპალიანი და, წინასწარი ინფორმაციით, ამ ადგილას ახალი სასტუმრო აშენდება. თავის დროზე „დოქების“ პროექტზე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა არქიტექტურული კომპანია Fuksas, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი, ხოლო მშენებლობის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი იყო.არქიტექტორის ჩანაფიქრით, ორ შენობას რიყის პარკის თანამედროვე სტილი ქალაქის ისტორიულ ნაწილთან უნდა შეერწყო. „დოქებს“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტულ ნაგებობასაც უწოდებენ. რადგან შენობა ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ის სხვადასხვა გზამკვლევშიც მოხვდა.პროექტი ბოლომდე არ დასრულებულა და 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერდა, ისევე როგორც სააკაშვილის სხვა არაერთი ინიციატივა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/17/293483953_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_86e884a835296fda1f79a0c83032d796.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
„რიყის დოქების“ ნაცვლად თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო აშენდება? - ვიდეო
რიყის პარკში უზარმაზარი შუშის „რიყის დოქების“ დემონტაჟი მოხდება. სააკაშვილის დროს აქ მუსიკალური თეატრის, საკონცერტო დარბაზის და თანამედროვე საგამოფენო ცენტრის მოწყობა იგეგმებოდა
„ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. „მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, - აღნიშნა მან.
2025 წლის მაისის დასაწყისში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ 20 მლნ ლარად მიჰყიდა კომპანია Rike Dom-ს, რომლის მფლობელია თორნიკე კოპალიანი და, წინასწარი ინფორმაციით, ამ ადგილას ახალი სასტუმრო აშენდება. თავის დროზე „დოქების“ პროექტზე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა არქიტექტურული კომპანია Fuksas, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი, ხოლო მშენებლობის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი იყო.
არქიტექტორის ჩანაფიქრით, ორ შენობას რიყის პარკის თანამედროვე სტილი ქალაქის ისტორიულ ნაწილთან უნდა შეერწყო. „დოქებს“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტულ ნაგებობასაც უწოდებენ. რადგან შენობა ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ის სხვადასხვა გზამკვლევშიც მოხვდა.
პროექტი ბოლომდე არ დასრულებულა და 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერდა, ისევე როგორც სააკაშვილის სხვა არაერთი ინიციატივა.