https://sputnik-georgia.com/20250522/usbaze-eqspediciis-dros-qartveli-alpinisti-dairupa-293470489.html
უშბაზე ექსპედიციის დროს ქართველი ალპინისტი დაიღუპა
უშბაზე ექსპედიციის დროს ქართველი ალპინისტი დაიღუპა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დაშვებისას მოხდა. 22.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-22T16:27+0400
2025-05-22T16:27+0400
2025-05-22T19:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
სპორტი
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/16/293472659_0:475:1536:1339_1920x0_80_0_0_9161c5159052e2da9361f4bc150bbed5.jpg
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი და მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი ტრაგიკულად დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა.უწყების ცნობით, თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.„მეხანძრე-მაშველებმა 3600 მეტრის სიმაღლეზე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 პიროვნება უვნებლად აიყვანეს ვერტმფრენში და გარდაცვლილის ცხედარი ნახეს“, - ნათქვამია განცხადებაში.გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია მესტიაში.როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.29 წლის ნიკო ფალიანი იყო მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/16/293472659_0:331:1536:1483_1920x0_80_0_0_213b97b0d61b28a81a31c49a63dea04e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, სპორტი, სვანეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, სპორტი, სვანეთი
უშბაზე ექსპედიციის დროს ქართველი ალპინისტი დაიღუპა
16:27 22.05.2025 (განახლებულია: 19:06 22.05.2025) გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დაშვებისას მოხდა.
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი და მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი ტრაგიკულად დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა.
უწყების ცნობით, თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
„მეხანძრე-მაშველებმა 3600 მეტრის სიმაღლეზე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 პიროვნება უვნებლად აიყვანეს ვერტმფრენში და გარდაცვლილის ცხედარი ნახეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია მესტიაში.
როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.
„მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის. ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან“, - წერენ ფალიანის ახლობლები.
29 წლის ნიკო ფალიანი იყო მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს.