https://sputnik-georgia.com/20250522/sazovrebis-ijarit-arebis-msurvelebis-sayuradrebod-ganacxadebis-mireba-dawyebulia-293471010.html
საძოვრების იჯარით აღების მსურველების საყურადღებოდ: განაცხადების მიღება დაწყებულია
საძოვრების იჯარით აღების მსურველების საყურადღებოდ: განაცხადების მიღება დაწყებულია
Sputnik საქართველო
საძოვრები იჯარით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიცემა. 22.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-22T20:11+0400
2025-05-22T20:11+0400
2025-05-22T20:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24606/36/246063645_0:247:3202:2048_1920x0_80_0_0_efef393356d40a7f1a53470c4f7e6e7d.jpg
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საძოვრების სახელმწიფოსგან იჯარით აღების მსურველების განაცხადების მიღება დაიწყო და განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 მაისიდან 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღებაა შესაძლებელი. გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები: სამცხე-ჯავახეთის - 18 (1,478.93 ჰა), კახეთის - 48 (3,930.22 ჰა), ქვემო ქართლის - 28 (2,069.48 ჰა), შიდა ქართლის - 13 (379.02 ჰა), მცხეთა-მთიანეთის - 6 (97.03 ჰა), იმერეთის - 18 (622.67 ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5 (25.21 ჰა), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - 2 (9.01 ჰა). ამ ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიამიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge; www.mepa.gov.ge ). „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის" სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას. სახელმწიფო პროგრამის არსებობის პერიოდში სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით. საძოვრების იჯარით გაცემა ეტაპობრივად ხდება, ამჯერად განაცხადები რიგირთ მე -14 ეტაპის ფარგლებში მიიღება. მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24606/36/246063645_289:0:3020:2048_1920x0_80_0_0_604ab58714a6cd09549d906c701e9c73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
საძოვრების იჯარით აღების მსურველების საყურადღებოდ: განაცხადების მიღება დაწყებულია
საძოვრები იჯარით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიცემა.
თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საძოვრების სახელმწიფოსგან იჯარით აღების მსურველების განაცხადების მიღება დაიწყო და განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 მაისიდან 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღებაა შესაძლებელი.
გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები: სამცხე-ჯავახეთის - 18 (1,478.93 ჰა), კახეთის - 48 (3,930.22 ჰა), ქვემო ქართლის - 28 (2,069.48 ჰა), შიდა ქართლის - 13 (379.02 ჰა), მცხეთა-მთიანეთის - 6 (97.03 ჰა), იმერეთის - 18 (622.67 ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5 (25.21 ჰა), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - 2 (9.01 ჰა).
ამ ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიამიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge; www.mepa.gov.ge ).
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის" სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
სახელმწიფო პროგრამის არსებობის პერიოდში სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.
საძოვრების იჯარით გაცემა ეტაპობრივად ხდება, ამჯერად განაცხადები რიგირთ მე -14 ეტაპის ფარგლებში მიიღება.
მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია
ბმულზე.