თბილისი- ბათუმის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2025
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისი - ბათუმის სამგზავრო მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა დიდუბეში, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0