https://sputnik-georgia.com/20250521/shida-qartlshi-botulizmis-shemtxveva-gamovlinda-293461940.html
შიდა ქართლში ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა
შიდა ქართლში ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის... 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T18:19+0400
2025-05-21T18:19+0400
2025-05-21T18:19+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0e/250335748_0:209:2897:1839_1920x0_80_0_0_11af6371a2ed74d97d2bb1832bd4f38b.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 20 მაისს სააგენტოში შესული შეტყობინების საფუძველზე, ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს. გარდა ამისა, შემოწმდა შებოლილი ლორის მწარმოებელი ბიზნესოპერატორიც (ი/მ „ვახტანგ ლომიძე“, მის: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ არის დანერგილი HACCP სისტემა.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისაგან.ბოტულიზმი მწვავე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ბოტულიზმის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია სანიტარიული და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა საკვები პროდუქტების კონსერვირებისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0e/250335748_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_37d83059d9d53b28913a80e516d4f81d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შიდა ქართლში ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისაგან.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 20 მაისს სააგენტოში შესული შეტყობინების საფუძველზე, ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს.
„არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში „ახალი ხორცი“, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა. . ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი“) კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შემოწმდა შებოლილი ლორის მწარმოებელი ბიზნესოპერატორიც (ი/მ „ვახტანგ ლომიძე“, მის: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ არის დანერგილი HACCP სისტემა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისაგან.
ბოტულიზმი მწვავე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ბოტულიზმის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია სანიტარიული და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა საკვები პროდუქტების კონსერვირებისას.