https://sputnik-georgia.com/20250521/sasamartlom-meuglis-mkvlelobistvis-braldebuls-uvado-patimroba-sheuparda-293459323.html
საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T19:08+0400
2025-05-21T19:08+0400
2025-05-21T19:08+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევა 2024 წლის 12 ნოემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული, 24 წლის ქალი მომხდარიდან ერთ თვეში, 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა. სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით ჩადენილი დანაშულისთვის (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) ცნო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 2024 წლის 12 ნოემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული, 24 წლის ქალი მომხდარიდან ერთ თვეში, 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.
სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით ჩადენილი დანაშულისთვის (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) ცნო.