https://sputnik-georgia.com/20250521/movachreebs-30000-lari-chamoaweres-293462096.html
„ბორჯომის ვაგზლის” დაზარალებულ მოვაჭრეებს 300 ათასი ლარის ვალდებულება ჩამოეწერათ
„ბორჯომის ვაგზლის” დაზარალებულ მოვაჭრეებს 300 ათასი ლარის ვალდებულება ჩამოეწერათ
Sputnik საქართველო
თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე 30 აპრილს გაჩენილი ხანძრის შედეგად 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T21:37+0400
2025-05-21T21:37+0400
2025-05-21T21:37+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
შემოსავლების სამსახური
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293096407_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_403aa404facaa76d6a085878d6438895.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უკვე ჩამოეწერათ, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა - შედეგადაც სრულად დაიწვა 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. ხანძრის გამო დაზარალდა შპს „ბაქანი", რომელიც ბაზრობაზე ოპერირებდა და იქ დასაქმებული 400-მდე მოვაჭრე. მათ საქონელი მთლიანად დაეწვათ. ტერიტორიაზე განადგურდა ინფრასტრუქტურაც. შემოსავლების სამსახურმა 30 აპრილსვე განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებოდათ. ამასთან, თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 7 მაისს განაცხადა, დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პირველ რიგში ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი ითხოვეს, რისთვისაც მერიის სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოიყო და შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად დაახლოებით ერთთვიანი ვადაა დადგენილი, შემდეგი ეტაპი კი აღდგენითი სამუშაოები იქნება.ხანძრის შემდეგ განცხადება გაავრცელა სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმაც”, რომელსაც ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული. კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან. რაც შეეხება ხანძარს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293096407_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_24fbf0525c98888495a32bb7cb19eb3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, შემოსავლების სამსახური , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, შემოსავლების სამსახური , ახალი ამბები, საზოგადოება
„ბორჯომის ვაგზლის” დაზარალებულ მოვაჭრეებს 300 ათასი ლარის ვალდებულება ჩამოეწერათ
თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე 30 აპრილს გაჩენილი ხანძრის შედეგად
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უკვე ჩამოეწერათ, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა - შედეგადაც სრულად დაიწვა 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. ხანძრის გამო დაზარალდა შპს „ბაქანი", რომელიც ბაზრობაზე ოპერირებდა და იქ დასაქმებული 400-მდე მოვაჭრე. მათ საქონელი მთლიანად დაეწვათ. ტერიტორიაზე განადგურდა ინფრასტრუქტურაც.
„დაზარალებული მეწარმეების მიერ ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში, მოხდება განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. რის შემდეგაც დაზარალებულ პირებს საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ”, - ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურმა 30 აპრილსვე განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებოდათ.
ამასთან, თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 7 მაისს განაცხადა, დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პირველ რიგში ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი ითხოვეს, რისთვისაც მერიის სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოიყო და შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად დაახლოებით ერთთვიანი ვადაა დადგენილი, შემდეგი ეტაპი კი აღდგენითი სამუშაოები იქნება.
ხანძრის შემდეგ განცხადება გაავრცელა სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმაც”, რომელსაც ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული. კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.
რაც შეეხება ხანძარს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.