https://sputnik-georgia.com/20250521/meria-rikis-doqebis-demontajs-gegmavs-293454327.html
„სიმახინჯე, ნაგვის ბუდე“: კალაძე „რიყის დოქების“ დემონტაჟზე
„სიმახინჯე, ნაგვის ბუდე“: კალაძე „რიყის დოქების“ დემონტაჟზე
Sputnik საქართველო
თბილისის მერმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, „რიყის დოქების“ ადგილზე სასტუმრო აშენდეს. 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T17:00+0400
2025-05-21T17:00+0400
2025-05-21T20:59+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_0:323:3067:2048_1920x0_80_0_0_00848652ed389671c885c59ab5a30ab2.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. „რიყის დოქები“ არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავდა. თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.კალაძემ, რომელმაც დაადასტურა „რიყის დოქების" დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია, არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ ადგილზე, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს.მაისის დასაწყისში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რიყის პარკში მდებარე „რიყის დოქები“ 20 მლნ ლარად გაყიდა. ობიექტის ახალი მფლობელი 2025 წლის მარტში დარეგისტრირებული კომპანია Rike Dom გახდა.დავით ხიდაშელმა „დოქები“ 2022 წლის მარტში 10,02 მლნ ლარად შეიძინა. პრივატიზაციის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხიდაშელს სამი წლის განმავლობაში ობიექტში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ვადა 2025 წლის 12 მაისს ამოიწურა. საინვესტიციო პირობების თანახმად, ობიექტის ტერიტორიაზე უნდა გახსნილიყო ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები. გაყიდვის მცდელობები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა. ხიდაშელი ქონების მფლობელი მხოლოდ მეშვიდე აუქციონის შემდეგ გახდა, მან ობიექტი 10 მლნ ლარად შეიძინა, მაშინ როცა 2020 წლის 5 თებერვალს გამართულ პირველ აუქციონზე „დოქები“ 95 მლნ ლარად იყო შეფასებული. ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია. კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელშიც უნდა განთავსებულიყო მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი. ფორმის გამო თბილისელები შენობას „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ. „რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. თავის დროზე პროექტი 75 მლნ ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_81:266:2458:2048_1920x0_80_0_0_ae02d9a01fe740b94178b97763657884.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„სიმახინჯე, ნაგვის ბუდე“: კალაძე „რიყის დოქების“ დემონტაჟზე
17:00 21.05.2025 (განახლებულია: 20:59 21.05.2025) თბილისის მერმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, „რიყის დოქების“ ადგილზე სასტუმრო აშენდეს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. „რიყის დოქები“ არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავდა. თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.
კალაძემ, რომელმაც დაადასტურა „რიყის დოქების" დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია, არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ ადგილზე, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს.
„აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე იმავე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს. საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური“, - განაცხადა კალაძემ.
მაისის დასაწყისში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რიყის პარკში მდებარე „რიყის დოქები“ 20 მლნ ლარად გაყიდა. ობიექტის ახალი მფლობელი 2025 წლის მარტში დარეგისტრირებული კომპანია Rike Dom გახდა.
დავით ხიდაშელმა „დოქები“ 2022 წლის მარტში 10,02 მლნ ლარად შეიძინა. პრივატიზაციის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხიდაშელს სამი წლის განმავლობაში ობიექტში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ვადა 2025 წლის 12 მაისს ამოიწურა.
საინვესტიციო პირობების თანახმად, ობიექტის ტერიტორიაზე უნდა გახსნილიყო ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა. ხიდაშელი ქონების მფლობელი მხოლოდ მეშვიდე აუქციონის შემდეგ გახდა, მან ობიექტი 10 მლნ ლარად შეიძინა, მაშინ როცა 2020 წლის 5 თებერვალს გამართულ პირველ აუქციონზე „დოქები“ 95 მლნ ლარად იყო შეფასებული.
ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელშიც უნდა განთავსებულიყო მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი. ფორმის გამო თბილისელები შენობას „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.
„რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. თავის დროზე პროექტი 75 მლნ ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.
თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.