https://sputnik-georgia.com/20250521/mamardashvili-saqartvelos-2024-wlis-sauketeso-sportsmeni-gaxda-293450144.html
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა
Sputnik საქართველო
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება. 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T14:00+0400
2025-05-21T14:00+0400
2025-05-21T14:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289790565_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_20d5188bd385712cc622de439489717c.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგებით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე ადგილზე ძიუდოისტი ლაშა ბექაური გავიდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაიკავა. საქართველოს ნაკრების მეკარე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვეს. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა (1964 წელი), მურთაზ ხურცილავამ (1967), რამაზ შენგელიამ (1981) და ხვიჩა კვარაცხელიამ (2023) გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კლუბის ფორმით „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა რამდენიმე დღის ჩაატარა და მატჩის შემდეგ კლუბს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, მაგრამ პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და „ვალენსიის“ ფორმით ყველა ტურნირზე 132 თამაში (125 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე) ჩაატარა, რომელთაგან 39-ში კარი მშრალად შეინახა. მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს კი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის „რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა - კლუბმა ქართველი მეკარე 35 მლნ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289790565_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_a3f093aec8cd74dee37982e017868ddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგებით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე ადგილზე ძიუდოისტი ლაშა ბექაური გავიდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაიკავა.
„ჩემთვის ეს ჯილდო ძალიან საპატიოა, მით უმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს გავხდი გამარჯვებული. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრების მეკარე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვეს.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა (1964 წელი), მურთაზ ხურცილავამ (1967), რამაზ შენგელიამ (1981) და ხვიჩა კვარაცხელიამ (2023) გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კლუბის ფორმით „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა რამდენიმე დღის ჩაატარა და მატჩის შემდეგ კლუბს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, მაგრამ პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და „ვალენსიის“ ფორმით ყველა ტურნირზე 132 თამაში (125 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე) ჩაატარა, რომელთაგან 39-ში კარი მშრალად შეინახა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს კი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის „რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა - კლუბმა ქართველი მეკარე 35 მლნ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.