კახეთში მამა 14 წლის შვილზე სექსუალურად ძალადობდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. კახეთში 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს, იუწყება სააგენტო knews.ge.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, შვილზე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ძალადობდა. მას ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი სოცმუშაკებმა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0