https://sputnik-georgia.com/20250521/kompania-romelic-ipodromis-teritoriaze-kompleqss-ashenebs-dajarimda-293461190.html
რატომ დაჯარიმდა კომპანია, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სპორტულ კომპლექსს აშენებს
რატომ დაჯარიმდა კომპანია, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სპორტულ კომპლექსს აშენებს
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, მერიის რეაგირების გარდა, თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T20:00+0400
2025-05-21T20:00+0400
2025-05-21T20:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870271_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_8b6aef96533229e1493161fb7c83173c.jpg
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. თბილისის მერიამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სუბიექტი 30 ათასი ლარით დააჯარიმა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. როგორც კალაძემ განმარტა, საქმე ეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობას. როგორც კალაძემ განმარტა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტები წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მოსახლეობის თხოვნითა და მერიის ჩართულობით, ეს ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდა, რომლის შემდეგაც, გამოცხადდა აუქციონი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით მერიამ განკარგა. ახლა მას ჰყავს კერძო მესაკუთრე, რომელსაც ვალდებულება გააჩნია. სპორტული კომპლექსი, რომელიც ამ ტერიტორიაზე შენდება, მოიცავს სამი საჩოგბურთო კორტის მშენებლობას. ტერიტორიაზე მოეწყობა საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებული სივრცეები. კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. კალაძის თქმით, მერიის რეაგირების გარდა, თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა მყისიერი ნაბიჯები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს. კომპანიას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც ადგილზე აკონტროლებს მშენებლობის ეტაპებს, მისი მიმდინარეობის ხარისხსა და შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. მისი თქმით, მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და კომპლექსი 2026 წლის პირველ ივნისამდე დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870271_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_2b148bab6f528b80f4777e74e7101c79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
რატომ დაჯარიმდა კომპანია, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სპორტულ კომპლექსს აშენებს
კალაძის თქმით, მერიის რეაგირების გარდა, თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. თბილისის მერიამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სუბიექტი 30 ათასი ლარით დააჯარიმა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ განმარტა, საქმე ეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობას.
„აღნიშნულ ობიექტზე რამდენიმე დღის წინ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ნორმები დაირღვა. კერძოდ, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას ნაწილობრივ ჩამოიშალა საქარგილე მასალა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და სუბიექტი დაჯარიმდა 30 000 ლარით, მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ განმარტა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტები წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მოსახლეობის თხოვნითა და მერიის ჩართულობით, ეს ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდა, რომლის შემდეგაც, გამოცხადდა აუქციონი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით მერიამ განკარგა. ახლა მას ჰყავს კერძო მესაკუთრე, რომელსაც ვალდებულება გააჩნია.
სპორტული კომპლექსი, რომელიც ამ ტერიტორიაზე შენდება, მოიცავს სამი საჩოგბურთო კორტის მშენებლობას. ტერიტორიაზე მოეწყობა საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებული სივრცეები. კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია.
კალაძის თქმით, მერიის რეაგირების გარდა, თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა მყისიერი ნაბიჯები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.
კომპანიას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც ადგილზე აკონტროლებს მშენებლობის ეტაპებს, მისი მიმდინარეობის ხარისხსა და შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
მისი თქმით, მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და კომპლექსი 2026 წლის პირველ ივნისამდე დასრულდება.