https://sputnik-georgia.com/20250521/kobaxidze-megobari-aqti-aris-saqartvelos-damoukideblobis-mimart-mtruli-aqti-293456696.html
კობახიძე: MEGOBARI Act-ი არის მტრული აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ
კობახიძე: MEGOBARI Act-ი არის მტრული აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს. 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T15:47+0400
2025-05-21T15:47+0400
2025-05-21T15:47+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. MEGOBARI Act-ი არის ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტრული აქტი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი MEGOBARI Act-ი ითვალისწინებს სანქციებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ოპოზიციაში ამას თბილისის პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერად მიიჩნევენ. „ქართული ოცნებაში“ კი ინიციატივას არამეგობრულს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში „ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ".MEGOBARI Act-ის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს სპეციალური, 11 გვერდისგან შემდგარი განცხადება მიიღო, რომელშიც „პროექტში გაჟღერებულ ყველა ბრალდებას უპასუხა“. პარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშიც MEGOBARI Act-ი უაღრესად მტრულად არის შეფასებული. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. მეგობარი აქტი ეფუძნება სამ ძირითად ცრუ ბრალდებას: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (მოგვიანებით დაკონკრეტდა, რომ „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება). გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი ღია წერილი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად ეხება ე.წ. მეგობარი აქტის საკითხსაც. პრემიერი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული „აბსურდული კანონი – ე.წ. მეგობარი აქტი არის მტრულად განმსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“.რას ნიშნავს MEGOBARI Act-ი MEGOBARI Act-ი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად. MEGOBARI-ის კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შემოღებაზე, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე, სანქციების დაწესებით. ანალოგიური კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის სენატშიც იქნა წარდგენილი. დოკუმენტი ერთი მხრივ ითვალისწინებს როგორც სანქციებს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისგან უკან დახევაში და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოებაზე, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას. „მეგობარი აქტის" ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონი სენატმა დაამტკიცოს და ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს. 2025 წლის 27 მარტს მას მხარი დაუჭირა სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა, ახლა კი ზედა პალატამ სრული შემადგენლობით უნდა უყაროს კენჭი.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე: MEGOBARI Act-ი არის მტრული აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. MEGOBARI Act-ი არის ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტრული აქტი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი MEGOBARI Act-ი ითვალისწინებს სანქციებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ოპოზიციაში ამას თბილისის პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერად მიიჩნევენ. „ქართული ოცნებაში“ კი ინიციატივას არამეგობრულს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
„ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და არის აბსოლუტურად კონტპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში „ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ".
MEGOBARI Act-ის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს სპეციალური, 11 გვერდისგან შემდგარი განცხადება მიიღო, რომელშიც „პროექტში გაჟღერებულ ყველა ბრალდებას უპასუხა“.
პარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშიც MEGOBARI Act-ი უაღრესად მტრულად არის შეფასებული. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. მეგობარი აქტი ეფუძნება სამ ძირითად ცრუ ბრალდებას: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (მოგვიანებით დაკონკრეტდა, რომ „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება).
გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი ღია წერილი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად ეხება ე.წ. მეგობარი აქტის საკითხსაც. პრემიერი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული „აბსურდული კანონი – ე.წ. მეგობარი აქტი არის მტრულად განმსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“.
რას ნიშნავს MEGOBARI Act-ი
MEGOBARI Act-ი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
MEGOBARI-ის კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შემოღებაზე, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე, სანქციების დაწესებით.
ანალოგიური კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის სენატშიც იქნა წარდგენილი. დოკუმენტი ერთი მხრივ ითვალისწინებს როგორც სანქციებს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისგან უკან დახევაში და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოებაზე, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას.
„მეგობარი აქტის" ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონი სენატმა დაამტკიცოს და ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს. 2025 წლის 27 მარტს მას მხარი დაუჭირა სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა, ახლა კი ზედა პალატამ სრული შემადგენლობით უნდა უყაროს კენჭი.