https://sputnik-georgia.com/20250521/gvinis-kompaniebi-londonshi-gamopenaze-wardgnen-293457426.html
ქართული ღვინის კომპანიები ლონდონში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
ქართული ღვინის კომპანიები ლონდონში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად... 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T17:38+0400
2025-05-21T17:38+0400
2025-05-21T17:38+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ff5d71f8d446cfe10e4a945ad82963cf.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში London Wine Fair 2025 მონაწილეობდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. London Wine Fair-ი 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა, სადაც, ჯამში, ქართული ღვინის მწარმოებელი 19 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დესპანი გიორგი საგანელიძე დაესწრო. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2024 წელს, ექსპორტირებული იყო 426 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 72%-ითაა გაზრდილი.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3b08d86fa869673d6f2c05ac203a8ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული ღვინის კომპანიები ლონდონში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში London Wine Fair 2025 მონაწილეობდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
London Wine Fair-ი 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
„London Wine Fair წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა, სადაც, ჯამში, ქართული ღვინის მწარმოებელი 19 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.
გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დესპანი გიორგი საგანელიძე დაესწრო.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2024 წელს, ექსპორტირებული იყო 426 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 72%-ითაა გაზრდილი.