https://sputnik-georgia.com/20250520/wvevamdelebi-samedicino-komisiaze-gamoucxadeblobis-gamo-dajarimdebian-293438897.html
წვევამდელები სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაჯარიმდებიან
წვევამდელები სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაჯარიმდებიან
Sputnik საქართველო
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T21:43+0400
2025-05-20T21:43+0400
2025-05-20T21:43+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23614/81/236148195_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7bc1f806d3f24de0ec22851e5a781c2c.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას სამედიცინო-საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება. კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“ და მასთან ერთად „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. დღეს მოქმედი კანონით, 1000-ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე. საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან. ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული „თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას. 2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს: გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება. მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23614/81/236148195_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_971b497eaadcafdb1d7553d9f3106bcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
წვევამდელები სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაჯარიმდებიან
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას სამედიცინო-საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.
კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“ და მასთან ერთად „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.
დღეს მოქმედი კანონით, 1000-ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული „თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.