https://sputnik-georgia.com/20250520/sarpshi-kontrbanduli-oqro-gamoavlines-293434553.html
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს: დაკავებულია ორი პირი
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T13:38+0400
2025-05-20T13:38+0400
2025-05-20T13:38+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_0:51:1723:1020_1920x0_80_0_0_0cf60860555dcac8278a9997e5f20f34.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი"-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 1.213 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 200 ათას ლარზე მეტი შეადგინა. გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ) მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_147:0:1576:1072_1920x0_80_0_0_6240919e3ef4fae0c228e3a0a5ff8003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს: დაკავებულია ორი პირი
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი"-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 1.213 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 200 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ) მიმდინარეობს.