https://sputnik-georgia.com/20250520/saqartvelos-italiasa-da-ungretshi-axali-elchebi-hyavs-293444833.html
საქართველოს იტალიასა და უნგრეთში ახალი ელჩები ჰყავს
საქართველოს იტალიასა და უნგრეთში ახალი ელჩები ჰყავს
Sputnik საქართველო
ახალი ელჩები უფლებამოსილების აღსრულებას 1-ელი ივლისიდან შეუდგებიან 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T22:22+0400
2025-05-20T22:22+0400
2025-05-20T22:22+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/44/234814476_0:10:1500:854_1920x0_80_0_0_d77afeb6da40eb1773fe7de1fa66ce6e.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიასა და უნგრეთში ახალი ელჩები - თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი დანიშნა.კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.თამარ ლილუაშვილი დაინიშნა იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე.ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და RMG Group-ის ჯგუფის დირექტორის მოადგილე.რაც შეეხება ნიკოლოზ ლალიაშვილს, იგი გახლდათ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი“ლილუაშვილი და ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1-ელი ივლისიდან დაიწყებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/44/234814476_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_fb821e3e91367f99f5a1847d816d71f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველოს იტალიასა და უნგრეთში ახალი ელჩები ჰყავს
ახალი ელჩები უფლებამოსილების აღსრულებას 1-ელი ივლისიდან შეუდგებიან
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიასა და უნგრეთში ახალი ელჩები - თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი დანიშნა.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
თამარ ლილუაშვილი დაინიშნა იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე.
ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და RMG Group-ის ჯგუფის დირექტორის მოადგილე.
რაც შეეხება ნიკოლოზ ლალიაშვილს, იგი გახლდათ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი“
ლილუაშვილი და ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1-ელი ივლისიდან დაიწყებენ.