https://sputnik-georgia.com/20250520/saakashvilis-saqme-ganacheni-zalashi-darcha-293445489.html
სააკაშვილის საქმე: პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დაჩა
სააკაშვილის საქმე: პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დაჩა
Sputnik საქართველო
საქართველოს კანონმდებლობით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T20:39+0400
2025-05-20T20:39+0400
2025-05-20T20:39+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:172:1000:735_1920x0_80_0_0_5bf56f3e78768792537d86dd5b494e0a.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და საერთო ჯამში სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.საქართველოს კანონმდებლობით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამრიგად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2034 წლის ოქტომბერში გათავისუფლდება, თუ ის არ იქნება შეწყალებული ან პირობით ვადამდე გათავისუფლებული. შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პირობით გათავისუფლების შესახებ - კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს დანაშაულის სიმძიმით, რისკების შეფასებით და მსჯავრდებულის ქცევით.საზღვრის კვეთის საქმესასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შეძლო დაემტკიცებინა, რომ სააკაშვილი საქართველოში სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით 2021 წლის 29 სექტემბერს შემოვიდა. გამოძიების მიხედვით, სააკაშვილი საქართველოში ოდესიდან სამშობლოში ბორნით, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით შემოვიდა.მოგვიანებით იგი ფოთის პორტის მახლობლად ტრაილერიდან ჩამოვიდა და გაემგზავრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფელ ტყვირში, შემდეგ - ბათუმში.იმავე დღეს სააკაშვილი თბილისში გაემგზავრა, სადაც წინასწარ ნაქირავებ ბინაში 1-ელ ოქტომბამდე - დაკავების დღემდე ცხოვრობდა. საქართველოში ყოფნის პერიოდში მან ჩაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა რამდენივე ვიდეო.სააკაშვილის დაკავების მიზეზი ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა: დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა და „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება. აღნიშნულ საქმეებზე ექს-პრეზიდენტს 6 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა, სასამართლომ კიდევ ორი საქმის განხილვა დაიწყო - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევა. გასულ კვირას სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ექს-პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილმა ციხეში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, პატიმრობის დანარჩენი დრო მას აქვს გატარებული კლინიკებში: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე - თბილისში კლინიკა „ვივამედში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:79:1000:829_1920x0_80_0_0_38a483ed49f7f66bcb72d5cd59c26d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
სააკაშვილის საქმე: პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დაჩა
საქართველოს კანონმდებლობით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და საერთო ჯამში სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
„სასამართლომ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აღნიშნული ვადა ნაწილობრივ ემატება 12 მარტის განაჩენს, რომელიც რვა წლით თავისუფლების აღკვეთას და სამი წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვას ითვალისწინებს“, - განაცხადა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ.
საქართველოს კანონმდებლობით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამრიგად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2034 წლის ოქტომბერში გათავისუფლდება, თუ ის არ იქნება შეწყალებული ან პირობით ვადამდე გათავისუფლებული.
შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პირობით გათავისუფლების შესახებ - კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს დანაშაულის სიმძიმით, რისკების შეფასებით და მსჯავრდებულის ქცევით.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შეძლო დაემტკიცებინა, რომ სააკაშვილი საქართველოში სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით 2021 წლის 29 სექტემბერს შემოვიდა. გამოძიების მიხედვით, სააკაშვილი საქართველოში ოდესიდან სამშობლოში ბორნით, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით შემოვიდა.
მოგვიანებით იგი ფოთის პორტის მახლობლად ტრაილერიდან ჩამოვიდა და გაემგზავრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფელ ტყვირში, შემდეგ - ბათუმში.
იმავე დღეს სააკაშვილი თბილისში გაემგზავრა, სადაც წინასწარ ნაქირავებ ბინაში 1-ელ ოქტომბამდე - დაკავების დღემდე ცხოვრობდა. საქართველოში ყოფნის პერიოდში მან ჩაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა რამდენივე ვიდეო.
სააკაშვილის დაკავების მიზეზი ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა: დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა და „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება. აღნიშნულ საქმეებზე ექს-პრეზიდენტს 6 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა, სასამართლომ კიდევ ორი საქმის განხილვა დაიწყო - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევა. გასულ კვირას სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ექს-პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილმა ციხეში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, პატიმრობის დანარჩენი დრო მას აქვს გატარებული კლინიკებში: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე - თბილისში კლინიკა „ვივამედში“.