https://sputnik-georgia.com/20250520/qutaisi-batumis-matarebels-cecxli-gauchnda-293437466.html
ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
Sputnik საქართველო
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T12:35+0400
2025-05-20T12:35+0400
2025-05-20T13:33+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/57/234235755_4:0:1096:614_1920x0_80_0_0_aceb2221a750906011f88a0f42070336.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რკინიგზის სადგურში ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“. მომხდარის გამო მატარებლის ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. „საქართველოს რკინიგზამ" ხანძრის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. კომპანიის განცხადებით, დააფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც მატარებელი გაჩერდა.„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია. აქვე განვმარტავთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/57/234235755_140:0:959:614_1920x0_80_0_0_0e8bc928b261db8de32e68eec1f7a8c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
12:35 20.05.2025 (განახლებულია: 13:33 20.05.2025) ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რკინიგზის სადგურში ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
მომხდარის გამო მატარებლის ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
„საქართველოს რკინიგზამ" ხანძრის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. კომპანიის განცხადებით, დააფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც მატარებელი გაჩერდა.
„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია. აქვე განვმარტავთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია.