https://sputnik-georgia.com/20250520/penitenciur-dawesebulebashi-bolo-zari-daireka-293441203.html
პენიტენციურ დაწესებულებაში „ბოლო ზარი” დაირეკა
პენიტენციურ დაწესებულებაში „ბოლო ზარი” დაირეკა
Sputnik საქართველო
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში წელს სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაამთავრა. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T19:37+0400
2025-05-20T19:37+0400
2025-05-20T19:37+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში „ბოლო ზართან" დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. №11 დაწესებულებაში, სადაც საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაასრულა, სასწავლო კურსის დასრულება „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით აღინიშნა. ბენდის წევრებმა მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და მუსიკალური ნომრები მათთან ერთად შეასრულეს. მსჯავრდებულებმა წარადგინეს საკუთარი შემოქმედებაც - ღონისძიებაზე მოეწყო მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. ასევე გაიმართა შაშის ტურნირში გამარჯვებულების დაჯილდოებაც, სადაც პირველი ადგილი მე-12 კლასის მოსწავლემ დაიკავა. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან №11 დაწესებულების ყველა მსჯავრდებულს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, საჩუქრები გადაეცა. გასულ წელს სკოლის “ბოლო ზარი” საპატიმროში 10 არასრულწლოვანისთვის დაირეკა. დღეს, საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
პენიტენციურ დაწესებულებაში „ბოლო ზარი” დაირეკა
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში წელს სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაამთავრა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში „ბოლო ზართან" დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
№11 დაწესებულებაში, სადაც საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაასრულა, სასწავლო კურსის დასრულება „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით აღინიშნა. ბენდის წევრებმა მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და მუსიკალური ნომრები მათთან ერთად შეასრულეს.
მსჯავრდებულებმა წარადგინეს საკუთარი შემოქმედებაც - ღონისძიებაზე მოეწყო მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა.
ასევე გაიმართა შაშის ტურნირში გამარჯვებულების დაჯილდოებაც, სადაც პირველი ადგილი მე-12 კლასის მოსწავლემ დაიკავა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან №11 დაწესებულების ყველა მსჯავრდებულს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, საჩუქრები გადაეცა.
გასულ წელს სკოლის “ბოლო ზარი” საპატიმროში 10 არასრულწლოვანისთვის დაირეკა.
დღეს, საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გაიმართა.