https://sputnik-georgia.com/20250520/meria-sarajishvilze-kvanzis-mowesrigebas-sheudga-293441516.html
მერია სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგებას შეუდგა
მერია სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგებას შეუდგა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ამ ტერიტორიაზე სამუშაოების განხორციელების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T22:00+0400
2025-05-20T22:00+0400
2025-05-20T22:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259915470_0:200:3024:1902_1920x0_80_0_0_b2189fb4caccd30d8826f8138ac5995b.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. უწყების ცნობით, გამზირის გარკვეულ ნაწილში გაფართოვდება ტროტუარი, ხოლო გზის იმ მონაკვეთში, სადაც საფეხმავლო ბილიკი დღემდე არ არსებობდა, ახალი ტროტუარი მოეწყობა. ასევე, განთავსდება პანდუსები, ზებრა გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. ამასთან, მერიაში აღნიშნავენ, რომ გადასასვლელის მოწყობა არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზების ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება და გზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს. უწყების ცნობით, სამუშაოების განხორციელების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა. მერიის განცხადებითღ, ეს ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, როგორც ქვეითთა უსაფრთხოების ამაღლების, ისე ურბანული სივრცის განვითარების მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259915470_293:0:3024:2048_1920x0_80_0_0_563112c9ca82c87f39f0f94b25157995.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგებას შეუდგა
უწყების ცნობით, ამ ტერიტორიაზე სამუშაოების განხორციელების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამზირის გარკვეულ ნაწილში გაფართოვდება ტროტუარი, ხოლო გზის იმ მონაკვეთში, სადაც საფეხმავლო ბილიკი დღემდე არ არსებობდა, ახალი ტროტუარი მოეწყობა. ასევე, განთავსდება პანდუსები, ზებრა გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
„პროექტის მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, მერიაში აღნიშნავენ, რომ გადასასვლელის მოწყობა არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზების ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება და გზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს.
უწყების ცნობით, სამუშაოების განხორციელების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა.
მერიის განცხადებითღ, ეს ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, როგორც ქვეითთა უსაფრთხოების ამაღლების, ისე ურბანული სივრცის განვითარების მიმართულებით.