https://sputnik-georgia.com/20250520/mecxoveleoba-saqartveloshi-axali-monacemebi-293432267.html
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წლის იანვარ-მარტში ხორცის წარმოება 6,4%-ით შემცირდა და 17,5 ათასი ტონა შეადგინა. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T11:00+0400
2025-05-20T11:00+0400
2025-05-20T11:00+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907481_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_3a9c87b6eb348f1ff2a6b1332ee469fe.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,9%-ით შემცირდა და 861,1 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 396,3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 4,3%-ით ნაკლებია.საანგარიშო პერიოდში ღორის რაოდენობამ 152 ათასი სული შეადგინა, რაც 2,2%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე.ამასთან, ფრინველის რაოდენობა 11,3%-ით გაიზარდა. ქვეყანაში 2025 წლის პირველ კვარტალში ფრინველის რაოდენობამ 8,5 მილიონი ფრთა შედგინა.მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება2025 წლის იანვარ-მარტში ხორცის წარმოება 6,4%-ით შემცირდა და 17,5 ათასი ტონა შეადგინა.„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოება 3,4%-ით შემცირდა და 172 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, კვერცხის წარმოება 2,2%-ით გაიზარდა (172 მლნ).პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი და იმპორტი2025 წლის იანვარ-მარტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 21,3 ათასი სული შეადგინა, რაც 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით სამჯერ მეტია. ამავე დროს, იმპორტი შემცირდა 64%-ით და 2,7 ათასი სული შეადგინა.საქართველოდან შინაური ფრინველის ექსპორტმა 1,8 მლნ ფრთა შეადგინა (-16,3%), იმპორტმა კი - 1,8 მლნ ფრთა (-1,6%).მიმდინა რე წლის პირველ კვარტალში ღორის იმპორტი 2,8%-ით გაიზარდა და 35,9 ათას სულს გაუტოლდა. რაც შეეხება ექსპორტს, იგი არ განხორციელებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907481_90:257:1027:960_1920x0_80_0_0_296ac491d6e17b942aa1d008b0429752.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
2025 წლის იანვარ-მარტში ხორცის წარმოება 6,4%-ით შემცირდა და 17,5 ათასი ტონა შეადგინა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,9%-ით შემცირდა და 861,1 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 396,3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 4,3%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში ღორის რაოდენობამ 152 ათასი სული შეადგინა, რაც 2,2%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე.
ამასთან, ფრინველის რაოდენობა 11,3%-ით გაიზარდა. ქვეყანაში 2025 წლის პირველ კვარტალში ფრინველის რაოდენობამ 8,5 მილიონი ფრთა შედგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
2025 წლის იანვარ-მარტში ხორცის წარმოება 6,4%-ით შემცირდა და 17,5 ათასი ტონა შეადგინა.
„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოება 3,4%-ით შემცირდა და 172 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, კვერცხის წარმოება 2,2%-ით გაიზარდა (172 მლნ).
პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი და იმპორტი
2025 წლის იანვარ-მარტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 21,3 ათასი სული შეადგინა, რაც 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით სამჯერ მეტია. ამავე დროს, იმპორტი შემცირდა 64%-ით და 2,7 ათასი სული შეადგინა.
საქართველოდან შინაური ფრინველის ექსპორტმა 1,8 მლნ ფრთა შეადგინა (-16,3%), იმპორტმა კი - 1,8 მლნ ფრთა (-1,6%).
მიმდინა რე წლის პირველ კვარტალში ღორის იმპორტი 2,8%-ით გაიზარდა და 35,9 ათას სულს გაუტოლდა. რაც შეეხება ექსპორტს, იგი არ განხორციელებულა.