ირაკლი კობახიძემ XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

© photo: Sputnik / Stringer„ბოლო ზარი" სკოლებში
„ბოლო ზარი სკოლებში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2025
გამოწერა
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ XII კლასელებს სკოლის დამთავრება – ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა მიულოცა.
დღეს, საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა.
„ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას. ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება. ყველას გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, ნათელ მომავალს, საკუთარი მიზნებისა და ოცნებების რეალობად ქცევას და საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას", - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ თითოეული იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ მათი სწავლა და შრომა ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც მათ პირად წინსვლას.
„დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში“,- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს სკოლებში სწავლა, I და XII კლასების გარდა, 15 ივნისს დამთავრდება. XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დღეს ირეკება, ხოლო პირველკლასელები სწავლას 25 მაისს დაამთავრებენ.
ყველა ახალი ამბავი
0